ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.
გავკადნიერდი და ლექსი დავწერე. სახელად ჰქვია "ჯიხვმა მახარა, წყარო ანკარა". დიდის თავისმოხრით გამოვიტანე თქვენს სამსჯავროზე. არ დამძრახოთ. ხოლო ვინც გადაცემას ახლავე მოისმენს, საჩუქრად მიიღებს კარტოფილის სათლელს.
31 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თინა ხიდაშელი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელი. მან ისაუბრა ტელეკომპანია ”კავკასიაში” მომხდარი ინცინდენტისა და წინასაარჩევნოდ შექმნილი ვითარების შესახებ.
თითქმის ყველა დღევანდელი ქართული გაზეთის პირველ გვერდზე ნახავთ სტატიას ან ინტერვიუს, ან ილუსტრაციას, რომელიც ტელეკომპანია ”კავკასიაში” მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. ”ფრთხილად! - ცეცხლთან თამაში, რომელმაც შეიძლება ქვეყანა ააფეთქოს”, - წერს ”კვირის პალიტრა“ და სტატიაში, ძირითადად, ერეკლე დეისაძეს აკრიტიკებს.
გასულ კვირაში საზოგადოების ყველაზე დიდი ყურადღება მიიქცია დაპირისპირებამ მართლმადიდებლობის სახელით მოქმედ ორგანიზაციებსა და „ლიბერალებად“ იდენტიფიცირებულ ჯგუფებს შორის. კონფლიქტი მთელი კვირის განმავლობაში მწვავდებოდა...
”გულგატეხილობის ზღვა” სიმღერას ჰქვია, რომელსაც მსოფლიო მუსიკის ლეგენდის, ჯონი კეშის შვილი, როზან კეში მღერის. თუმცა, ეს მისი დაწერილი სიმღერა არ გახლავთ - ქანთრის კლასიკაა 60-იანი წლებიდან.
რადიო თავისუფლების დილის სტუმარი იყო ომბუდსმენის ოფისთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის უფროსი ბექა მინდიაშვილი. სტუმარმა ისაუბრა რამდენიმე დღის წინ ილიას უნივერსიტეტთან მოწყობილ საპროტესტო აქციებზე.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე კოტე კანდელაკი. სტუმარმა ილაპარაკა ცენტრის მიერ დამზადებულ ვებსაიტზე www.ivote.ge.
სამი თვეა, ბლოგისთვის არაფერი დამიწერია. ახლა მოგიყვებით, თუ რატომ გამოვიდა ასე და რას ვაკეთებდი ამ დროს.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ჩატარებული კვლევის კოორდინატორი შოთა ბუჩუკური. კვლევა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარს შეეხებოდა.
დღევანდელი ქართული გაზეთების უმეტესობა უკრაინის პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა. ამის შესახებ სტატიებს ”რეზონანსის” და ”24 საათის” პირველ გვერდებზე ნახავთ. აქვე ნახავთ ქართველი ექსპერტების კომენტარებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს მოვლენები.
რადიო თავიუსფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო მარკეტინგის სპეციალისტი, მარკეტინგული კომპანია ”სტრომბოლის” ხელმძღვანელი ზაქარია ზალიკაშვილი. მან ილაპარაკა წინასაარჩევნო კამპანიაზე და ხაზი გაუსვა მსგავსებებსა და განსხვავებებს.
დღევანდელ გაზეთებში ბევრგან შეხვდებოდით სპეკულაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ ვის დაასახელებდა „ნაციონალური მოძრაობა“ მერობის კანდიდატად - უფრო სწორად, თუ ვის არ დაასახელებდა. ”უგულავა, მაჭავარიანი თუ ცისკარიშვილი? ვინ იქნება ნაციონალების მერობის კანდიდატი?” - კითხულობდა ”ახალი თაობა”.
MGMT-ს მეორე ალბომში აღარ აქვს ისეთი აშკარა ჰიტი, როგორიც პირველი დისკის Kids იყო. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ჯგუფს არც უცდია, რომ აშკარა ჰიტი ჰქონოდათ. ის კი არ იყო, რომ უნდოდათ და არ გამოუვიდათ. არა, უბალოდ გადაწყვიტეს სულ სხვა მიმართულებით წასულიყვნენ.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო გამომცემლობა დიოგენეს ხელმძღვანელი თამარ ლებანიძე. სტუმრის თქმით, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ამ დღეს ერთმანეთს წიგნებს ჩუქნიან, საქართველოში კი წიგნები ფასდაკლებით იყიდება.
დღევანდელ ქართულ პრესაში ბევრგან შეხვდებით მსჯელობას იმაზე, არის თუ არა დაპირისპირება სახელისუფლებო გუნდში და ასევე სპეკულაციებს, თუ ვინ ვის უპირისპირდება და რატომ. „საქართველოს რესპუბლიკა“ პირველ გვერდზე აქვეყნებს ფოტომონტაჟს, რომელზეც ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა არიან გამოსახულნი.
რადიო თავისუფლებაში სტუმრად იყო საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელი თამაზ დოლაბერიძე. მან ჭიათურასა და ზესტაფონში ჩატარებულ გამაფრთხილებელ გაფიცვაზე ილაპარაკა.
დღევანდელ ქართულ გაზეთებში ბევრგან შეხვდებით მიშა ჟორჟოლიანისა და დავით ბენიძის სახელების ხსენებას. გაზეთები ერთს ერეკლე კოდუას ცოლისძმად მოიხსენიებენ, - ის ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ძმა გახლავთ, - მეორეს კი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის, მეგობრად.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის წარმომადგენელი ვანო ცერცვაძე, ერთ-ერთი ავტორი კვლევისა ”რამდენად ეფექტურია ქუჩის ნარკოტესტირება”. სტუმარმა თქვა, რომ კვლევამ ამ კითხვას უარყოფითად უპასუხა.
ამ ფილმში კარგი ერთი რამე, უფრო სწორად, ვინმე იყო - გოგა ბარბაქაძე. დანარჩენი ყველაფერი ცუდი იყო - სიუჟეტი, მსახიობები, პერსონაჟები, გაუთავებელი რეკლამა, ღირებულებები, ხუმრობები, რომანტიკა, მუსიკა... განსაკუთრებით ცუდი იყო, რომ ფილმის ავტორები ფულს ალბათ გააკეთებენ.
”ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გუშინ მთელი დღე სროლის და აფეთქების ხმა ისმოდა. იქ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი იყო, რომელსაც მოგვიანებით შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფიც შეუერთდა”, - წერს დღევანდელი ”რეზონანსი” და იქვე ხსნის, თუ რატომ შეიძლება ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი იყოს
ჩამოტვირთე მეტი