ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ჯანა ჯავახიშვილი, ჟურნალიზმისა და ტრავმის დარტ ცენტრის საკონტაქტო პირი სამხრეთ კავკასიაში. სტუმარი შეეხო ადამიანური ტრაგედიების გაშუქებისას სიფრთხილის გამოჩენის აუცილებლობას.
ქართული პრესის დღევანდელ მიმოხილვას ”რეზონანსით” დავიწყებთ, რომლის პირველ გვერდზე დღესაც სმოლენსკთან მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებულ პუბლიკაციას ნახავთ. თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზებზე ეჭვების გამოთქმა პოლონურ და რუსულ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში გრძელდება.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” მედიის განვითარების პროგრამის მენეჯერი ხატია ჯინჯიხაძე. მან კავკასიურ ”სოციალური ინოვაციების ბანაკზე” ილაპარაკა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩატრადა თბილისში.
საქართველოსთვის ამ კვირას მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ადგილობრივი. თუმცა საერთაშორისო ამბებიდან ყველაზე მეტად საქართველომ ავიაკატასტროფაში პოლონეთის დელეგაციის დაღუპვა განიცადა.
წინასაარჩევნო სიმღერა, რომელიც მოგვიწოდებს, ხმა გიგი უგულავას მივცეთ, ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო ქართული სიმღერაა, რომელიც ოდესმე ვინმეს დაუწერია. თავიდან შეიძლება გეგონოს, რომ პაროდიაა, მაგრამ მერე ატყობ, რომ სერიოზულად მღერიან. რაც, რა თქმა უნდა, ამ სიმღერას კიდევ უფრო სასაცილოს ხდის.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრი თამარ ჩხეიძე, რომელმაც 1989 წლის 9 აპრილს მომხდარი ტრაგედია გაიხსენა და იმ მოვლენებზე ილაპარაკა, რომელიც რუსთაველის პროსპექტზე მიტინგის დარბევას უძღოდა წინ.
დღევანდელი გაზეთები ყევლაზე მეტს წერენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ რუსულ გაზეთ ”კომერსანტისთვის” მიცემულ ინტერვიუზე. ”ძნელი სათქმელია ამ ინტერვიუში ნახსენები საკითხებიდან რომელია ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი”, - წერს ”რეზონანსი”
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ”ალიანსი საქართველოსათვის” თანათავმჯდომარე სოზარ სუბარი. მან კომენტარი გააკეთა მოლაპარაკებებზე, რომელსაც ის ლევან გაჩეჩილაძესთან ერთად მართავს.
ქართული პრესა დღესაც დასვენების რეჟიმში მუშაობდა. ასე რომ, დღეისათვის მხოლოდ ორ გაზეთს მიმოვიხილავთ - ”რეზონანსს” და ”ახალ თაობას”. მეტი არ გამოსულა და იმიტომ. „რეზონანსი“ პირველი გვერდის დიდ ნაწილს უკრაინის გადაწყვეტილებებს უთმობს.
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი გია მურღულია, რომელიც, საქართველოს საჯარო სკოლებში მანდატურის ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით ლაპარაკობდა.
სააღდგომოდ სიმღერის შერჩევა თან მარტივია და თან რთული - არჩევანი დიდია, მაგრამ ზოგი სიმღერა მეტისმეტად ცნობილია, ზოგი - არასაკმარისად, ზოგი კი არც ისე კარგია. ჩვენ კი ვცადეთ ისეთი შეგვერჩია, რომ თან კარგი ყოფილიყო, თან ზომიერად ცნობილი და თან სააღდგომო...
“კავკასიას თანდათან ცეცხლის ალი ედება” - ასე ასათაურებს დღევანდელი ”რეზონანსი” თავის მოწინავე სტატიას. ”ჩრდილოეთ კავკასიაში დაძაბულობა ყოველდღე მატულობს. რუს ანალიტიკოსთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სამშაბათის მოსკოვის ტერაქტების შემდეგ რუსეთი გადამწყვეტი გამოცდის წინაშე აღმოჩნდა”, - წერს გაზეთი და განაგრძობს
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში. მან ისაუბრა 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიშზე, რომელიც პარლამენტს წარუდგინა და აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნებში ომბუდსმენის რეკომენდაციების 50-70 % სრულდება, საქართველოში - მხოლოდ 11 %.
მიმოხილვას ”რეზონანსით” დავიწყებთ, სადაც დღეს წაიკითხავთ სტატიას, სათაურით ”გამარჯვების ფორმულა - თანხმობა, დათმობა და რაციონალიზმი.” სტატიაში”ალიანსი საქართველოსთვის“ თანათავმჯდომარის სოზარ სუბარის მოსაზრებას გაეცნობით. სუბარი წერს:
30 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე. სტუმარმა ისაუბრა მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქების შესაძლო მიზეზებზე და მათ შორის დაასახელა რუსეთის პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიაში.
დღევანდელი ქართული გაზეთების პირველ გვერდებზე ყველაზე ხშირად ლევან გაჩეჩილაძეს ახსენებდნენ. ”დაუპირისპირდება თუ არა ლევან გაჩეჩილაძე ირაკლი ალასანიას და რას შეცვლის ოპოზიციურ სპექტრში მისი გადაწყვეტილება?” - კითხულობს „ვერსია“, რომლის სტატიაშიც, სათაურით ”გაჩეჩილაძის ფაქტორი”, ვკითხულობთ:
ამ გადაცემაში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გამოსულ ალბომებს განვიხილავთ. ზოგი უკეთესია, ზოგიც – არის რა, მაგრამ თითო კარგი სიმღერა მაინც ყველაში მოიძებნება. ზოგან მეტიც!
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო საპარლამენტო უმცირესობის წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე. დიმიტრი ლორთქიფანიძემ ილაპარაკა ამნისტირების დღევანდელი პოლიტიკის ნაკლოვანებებზე და ასევე წამების ფაქტებზე პენიტენციალურ დაწესებულებებში.
დღეს საქართველოში გუანტანამოს ციხის სამი ყოფილი პატიმარი ჩამოიყვანეს. მათი ვინაობა, უსაფრთხოების მიზნით, არ სახელდება. ცნობილია მხოლოდ, რომ ისინი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნის მოქალაქეები არიან, საშიშ დამნაშავეებად არ მიიჩნევიან და მკაცრი რეჟიმით არც გუანტანამოს ბანაკში იხდიდნენ სასჯელს. არის თუ არა საქართველოსთვის რისკი მათი მიღება?
რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო მარინა ჯანჯღავა, ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრის მართვის, კოორდინაციისა და კონტროლის სამსახურის ხელმძღვანელი. სტუმარა თქვა, რომ ტუბერკულოზის არასწორი მკურნალობის შედეგად გავრცელდა ამ დაავადების უფრო საშიში ფორმა.
ჩამოტვირთე მეტი