უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.
ევროკომისიამ გამოაქვეყნა "მეორე ანგარიში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში", რომელშიც ასახულია ვიზალიბერალიზაციის განხორციელება დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის 8 ქვეყანასთან, მათ შორის - საქართველოსთან.
2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოში უნდა ამოქმედებულიყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ორიოდე დღის წინ პარლამენტში ინიცირებული იყო კანონპროექტი სამსახურის ამოქმედების ნახევარი წლით გადავადების შესახებ.
ვენეციის კომისიას აქვს შენიშვნები საქართველოს "პროკურატურის შესახებ კანონში" და "საერთო სასამართლოების შესახებ კანონში" ცვლილებებზე, რომლებიც შეეხება საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.
საქართველოს უკვე მეხუთე თვეა არ ჰყავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. გარდა ამისა, სასამართლო არასრული შემადგენლობით ფუნქციონირებს. კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს "უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში შედის არანაკლებ 28 მოსამართლე". დღეს მესამე ინსტანციის სასამართლოში 11 მოსამართლე მუშაობს.
16 დეკემბერს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადო და კონსტიტუციის ახალი რედაქცია ძალაში შევიდა. რა რეალობას ქმნის კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედება და რამდენად საკმარისია კონსტიტუციური ცვლილებები ძალაუფლების დაბალანსებისთვის? რა ასპარეზი რჩება პრეზიდენტს?
პიტერ ლუისი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) კანცლერი აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიებაზე რადიო თავისუფლების აუდიტორიისთვის ზოგიერთ საკითხს განმარტავს;
"სახელმწიფო უზრუნველყოფს გარემოს დაცვას და, შესაბამისად, გარემოს შემადგენელი ძირითადი კომპონენტის – წყლის დაცვას", - წერია "საქართველოს კანონში წყლის შესახებ". ლევან ფავლენიშვილი, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი თვლის, რომ სახელმწიფო ვერც იცავს წყლის რესურსს და ვერც მართავს.
13 დეკემბერს პირველად იკრიბება "საქართველოს ანტინაცისტური კოალიციის" საინიციატივო ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი მონაწილე, "ჩართულობის და განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელი, აგიტ მირზოევი განმარტავს, რომ ეს არ იქნება არასამთავრობოების გაერთიანება, არამედ - სახალხო მოძრაობა.
5-12 დეკემბერს ჰააგაში გაიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წევრი სახელმწიფოების ასამბლეა, რომელშიც საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობდა.
10 წელი ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ არაერთგზის შეფასდა როგორც საქართველოში, ისე მისი დასავლელი პარტნიორების მიერ. ეს პერიოდი მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მოქალაქეების მიერ ნატოში ინტეგრაციის პროცესის აღქმის მხრივაც, რაც "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" კვლევის საგნად იქცა.
საქართველოში გამოვლენილია 109 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 68 ვაჟია, - 40 - გოგო. რამდენიმე ასეულს გადააჭარბა იმ ბავშვების რიცხვმა, ვინც შიდსის გამო მშობლები დაკარგა და მათი უმრავლესობა ბებიებისა და ბაბუების მზრუნველობის ქვეშ დარჩა.
"იცოდე შენი აივ-სტატუსი", - ამ სლოგანით აღინიშნება წელს შიდსის მსოფლიო დღე. საქართველოში აივ-ით ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა წლებია სტაბილურად იზრდება. 2018 წლის 11 თვეში საქართველოში გამოვლენილია 618 ახალი შემთხვევა.
ქართულენოვან ონლაინ სივრცეში იზრდება ანტიდასავლური ჯგუფებისა და მათი ინფორმაციის მომხმარებელთა რაოდენობა. რა კვებავს ანტიდასავლურ დისკურსს? დავით სიჭინავა, CRRC-ს უფროსი მკვლევარი და ნოდარ ტანგიაშვილი, EWMI-ს ACCESS-ის პროექტის მრჩეველი საუბრობენ უახლესი გამოკვლევის შედეგებზე "დილის საუბრებში".
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფინანსებსა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე ლაპარაკობს ლევან ნატროშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი.
რას გულისხმობს "სამართლიანობის აღდგენის" პროცესი? როგორ არჩევს პროკურატურა ათიათასობით საჩივრიდან რომელი გადასცეს საგანგებოდ შექმნილ დეპარტამენტს? რას აჩვენებს სამწლიანი პრაქტიკა? გიორგი კაკუბავა, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტი კოლეგებთან ერთად სწავლობდა საკითხს.
საქართველოში მიმდინარე მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში მიმდინარე პროცესისა და თანმდევი გამოწვევების შესახებ რადიო თავისუფლებას ესაუბრა თეო ზაქარაშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფროსი იურისტი.
როგორია სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ენერგეტიკული პოლიტიკა, რა განასხვავებს სამი ქვეყნის საჭიროებებს, შესაძლებლობებსა და გამოწვევებს? - ამ საკითხებზე ესაუბრა რადიო თავისუფლებას თაკო ანთიძე, "ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის" კლიმატის ცვლილების და ენერგეტიკული პროგრამების კოორდინატორი.
"ჩვენი მიზანი იყო, პირველ რიგში, "უსაფრთხოების მზერის" დაშლა: როგორ ჩამოყალიბდა პანკისის ხეობა პოლიტიკურ ეპიცენტრში - ისტორიული გარემოებების, გაბატონებული დისკურსებისა და გლობალურ-ძალაუფლებრივი კონფიგურაციების კონტექსტში", - ამბობს მაია ბარქაია, EMC-ს მკვლევარი.
ნიკა ჯეირანაშვილი თვეებია ცდილობს ხელისუფლების წარმომადგენლებთან კომუნიკაციას, პასუხად - "არანაირი გამოხმაურება, არანაირი ინტერესი. წლის დასაწყისიდან ხდება ეს. რა თქმა უნდა, საერთოდ არ უკავშირდება საპრეზიდენტო არჩევნებს და რაიმე ტიპის გამონათქვამებს", - ამბობს ის "დილის საუბრებში".
სამოქალაქო ომის საფრთხესა და რევოლუციურ სცენარზე ლაპარაკს ხელისუფლების მხრიდან უპასუხისმგებლობად აფასებს მიხეილ ბენიძე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი.
ჩამოტვირთე მეტი