რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
82 წლის პერუელი მწერალი, მარიო ვარგას ლიოსა თბილისში წელს აღარ ჩამოვა. ამის შესახებ მან რამდენიმე კვირის წინ მოსწერა ქართულ მხარეს და წერილში ერთ-ერთ მიზეზად ის რყევები დაასახელა, რომელიც მისი თქმით, უკანასკნელ თვეებში კულტურის სფეროში განხორციელდა.
82 წლის ცნობილი პერუელი მწერალი, მარიო ვარგას ლიოსა საქართველოში აღარ ჩამოდის.
შს მინისტრის, გიორგი გახარიას წარდგენას პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხმაური მოჰყვა. აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებმა, რომლებიც ორ თვეზე მეტია ითხოვენ გიორგი გახარიას გადადგომას, პარლამენტის შესასვლელები დაიკავეს.
საქართველოში მცხოვრებ ყოველ მეორე პენსიონერს ბანკის ვალი აქვს. საპენსიო სესხში ისინი სხვა დანარჩენი მოსახლეობისგან განსხვავებით, ყველაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს, 31%-ს იხდიან და პენსიის მესამედს, 65 ლარს, თვეების და ხშირად წლების განმავლობაში, ბანკში ტოვებენ.
სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტებისა და მაუწყებლის მენეჯმენტის დაკომპლექტების აქტიურ ფაზაში გადადის.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტის, ნატა მახვილაძის და „პრაიმტაიმის“ რედაქტორის წინააღმდეგ.
20 აგვისტოს, უშგულის მოსახლეობამ სოფელში შესასვლელი გზა რამდენიმე საათით გადაკეტა. მოსახლეობა ითხოვს უშგულში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების ასვლას.
პირდაპირი თუ ირიბი მუქარები, გაფრთხილებები, შეთქმულების თეორიები, “სხვისი თამაშის” წესებით მოქმედების მოთხოვნები - წიგნის ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი დეა მეტრეველი რადიო თავისუფლებასთან ლაპარაკობს იმ “ომზე”, რომელიც ორ წელიწადს გაგრძელდა და საბოლოოდ, ცენტრის დახურვით დასრულდა.
16 წლის ლუკა მეთორმეტე დღეა სიცოცხლისთვის იბრძვის ქუთაისის დიაგნოსტიკურ საავადმყოფოში. იქ მოსახვედრად ლუკამ გრძელი, უფრო ზუსტად კი ხანგრძლივი გზა გაიარა.
20-21 ივნისის ღამის შემდეგ, რომელიც „გავრილოვის ღამის“ სახელით მოინათლა, 40 დღე გავიდა. რუსთაველის გამზირზე აქციები გრძელდება და გაგრძელდება იმ მომენტამდე, სანამ შს მინისტრი, გიორგი გახარია არ გადადგება. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ ანტისაოკუპაციო აქციის ორგანიზატორები.
სამშენებლო სექტორში წერილობითი შრომითი ხელშეკრულებები იშვიათობაა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ეუბნება გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი. მისი თქმით, ამ გზით, ერთის მხრივ, დამსაქმებლები მალავენ გადასახადებს და თავს არიდებენ შრომის კანონმდებლობის შესრულებას.
16 წლის გიორგი ბეშკენაძემ სოფელ გვიმრიანის საჯარო სკოლის ცხრა კლასი წელს დაამთავრა. ბიჭი სწავლის გაგრძელებას აღარ აპირებდა. არასრული განათლების მოწმობა დღე-დღეზე უნდა აეღო.
“სანამ არ დასრულდება გამოძიება... მე ვრჩები აქ”, - ეს სიტყვები შს მინისტრს, გიორგი გახარიას ეკუთვნის. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ჯერ კიდევ ივნისის მიწურულს უთხრა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ხატია დეკანოიძე მოწმის სახით მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს 20-21 ივნისის საქმეზე. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ემუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.
„დამრჩა შთაბეჭდილება, რომ გამოძიება გაუგებრობაშია“, - განაცხადა გამოკითხვიდან გამოსულმა გიგი უგულავამ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
„ჩვენი ბოიკოტი იქნება ყოვლისმომცველი. ესაა მწერალთა ინდივიდუალური პროტესტი“, - ასე სრულდება მწერლებისა და მთარგმნელების წერილი.
ამბობენ, რომ წავიდა ის დრო, როდესაც მხოლოდ ვაშას და ჯოს ჯოს ძახილით ხდებოდა ქვეყანაში ცვლილებები.
„გადავწყვიტეთ, რომ მიგვემართა იმ ადამიანისთვის, რომელიც მმართველი გუნდის პირველი პირია, რომელსაც მაღალი პასუხისმგებლობა და საკმაოდ დიდი როლი აქვს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე“.
20 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას, რვა დემონსტრანტმა თვალის მძიმე დაზიანება მიიღო. მათგან ორმა თვალი დაკარგა. ექვს პაციენტს კი ოფთალმოლოგებმა თვალი შეუნარჩუნეს. ორი პაციენტის მდგომარეობა ამჟამადაც რთულია, თუმცა, ექიმებს იმედი აქვს, რომ მათ მხედველობა აღუდგება.
ჩამოტვირთე მეტი