ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 1997 წლიდან.
პროექტმა - ”პრეზიდენტი პასუხობს ხალხის შეკითხვებს” - სამი საათი გასტანა. როგორი იყო პრეზიდენტის პასუხები?
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სეზონური ვირუსების მკურნალობა საბიუჯეტო სახსრებით დაფინანსდება.
ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნების მწვავე კრიტიკის ფონზე, დასავლეთის სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები ცდილობენ, ქვეყნის ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინონ.
როდის დაიწყებს ”მაესტრო” მაუწყებლობას და ვინ გახდება არხის გენერალური დირექტორი - ამ და სხვა შეკითხვებით გაზეთმა ”ალიამ” ტელევიზიის დამფუძნებელს, მამუკა ღლონტს მიმართა. მამუკა ღლონტი ამბობს, თუ თანამშრომლები თანახმა იქნებიან, რომ დროებით უხელფასოდ იმუშაონ, არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა 10 იანვრიდან აღდგება.
მანდატურის ინსტიტუტი ამოქმედებიდან გასული მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში უკვე გახდა სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილი.
ძველი და ახალი წლის გასაყარზე ”რეგიონული მაცნე” მომავალი წლის გეგმებსა და იმედებს მოუყრის თავს.
2010 წელი პრაქტიკულად პირველივე დღეებიდან განათლების სფეროში რეფორმებით დაიწყო. რეფორმების ეგრეთ წოდებული მეორე ტალღის ძირითადი ღონისძიებების შესახებ პირველმა საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა.
29 დეკემბერს ”ეროვნული ფორუმის” წარმომადგენლებმა სახალხო კრების მიერ არჩეულ ორგანოებში დროებით შეიჩერეს უფლებამოსილება. ”კრება არ უნდა გადაიქცეს პოლიტიკური ბატალიების ასპარეზად”.
2010 წლის განმავლობაში საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. 2009 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებლის 38 პროცენტით გაუმჯობესებას ნიშნავს. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში გასულ სეზონს წარმატებულად მიიჩნევენ.
ახალ წლამდე სამი დღე დარჩა. ამ ყველაზე პოპულარული დღესასწაულისთვის ტრადიციულად ემზადებიან საქართველოს რეგიონებშიც. ამ სამზადისისა თუ სამზადისის ხელის შემშლელი გარემოებების შესახებ მოისმინეთ სიუჟეტები ქუთაისიდან, რუსთავიდან, ლაგოდეხიდან და გორიდან.
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირი თბილისი მთავრობას სამარშრუტო ტაქსების სატენდერო კომისიის დაუყოვნებელ შეკრებას სთხოვს.
ალექსანდრ ლუკაშენკო ბელორუსიის პრეზიდენტის პოსტს მეოთხე ვადით 2011 წლის 19 თებერვლიდან ჩაიბარებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არჩევნების შემდგომი მღელვარება არ დამცხრალა, ბელორუსიის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტის ინაუგურაციის თარიღი უკვე დაასახელა.
რით იყო გამორჩეული მიმდინარე წელი და რა კვალი დააჩნია მან ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებას?! დღეს ”რეგიონული მაცნე” 2010 წელს ჩვენი კორესპონდენტებისა და მათი რესპონდენტების თვალით შეაჯამებს.
რამდენიმე დღეში, 24 დეკემბრამდე, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა უნდა დატოვონ დევნილთა ჩასახლების 30 ობიექტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია შენობებიდან მათ ძალით გაასახლებს. დევნილები თბილისიდან პერიფერიებში გადასვლას არ აპირებენ.
რა არის მომავალი წლის მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობისთვის და ხელისუფლებისთვის და თანხვედრილია თუ არა მათი აქცენტები?! ამ თემაზე ”რეგიონულ მაცნეში” მოისმინეთ სიუჟეტები ქუთაისიდან, გორიდან, ლაგოდეხიდან და ახალციხიდან.
ამ სახელწოდებით კრიზისების აცილების საერთაშორისო ჯგუფმა 13 დეკემბერს საქართველოზე აგნარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღწერილი და შეფასებულია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესები და მოცემულია ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების სრულფასოვნად ფუნქციონირებისათვის აუცილებელი რეკომენდაციები.
თბილისის მერიამ დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის შედეგად მოსალოდნელ სიახლეებზე ეჭვსა და უნდობლობას, ძირითადად, სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გამოხატავენ.
საკომიტეტო მოსმენების დასრულების შემდეგ, უახლოეს მომავალში საქართველოს პარლამენტი ” მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საკითხზე პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს. მედიაგამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ხელისუფლება ამ ეტაპზე აღნიშნული კანონის გარდა, სხვა კანონების შესწორების აუცილებლობას ვერ ხედავს.
2011 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის კონსტიტუციის ახალი რედაქციის ნაწილი, მათ შორის მე-18 მუხლი, რომლის მე-6 პუნქტის ცვლილება კონსტიტუციის დამტკიცებიდან 2 თვის შემდეგ გახდა პოლემიკის საგანი. აძლევს თუ არა კონსტიტუცია სამართალდამცველებს უფლებას პირი 9 თვემდე ხანგრძლივობით დაუსაბუთებლად ჰყავდეთ დაკავებული?
„ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი სამიტი ისტორიაში“ - ეუთოს ასტანის სამიტს ასეთ შეფასებას აძლევს გაზეთ”რეზონანსის” ფურცლებზე პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. მისი აზრით, რუსეთის იზოლაციაში მოქცევა მისთვის განაჩენი არ არის. ”რკინის ფარდის” უკან მყოფ საბჭოთა კავშირზე დიდი იზოლაცია წარმოუდგენელია, მაგრამ საბჭოთა კავშირმა მაინც იარსება.
ჩამოტვირთე მეტი