ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 1997 წლიდან.
6 დეკემბრიდან თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტზე მგზავრობის ღირებულება 10 თეთრით იზრდება. რა არგუმენტებით ასაბუთებს დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობა ტარიფის გაზრდის აუცილებლობას და რატომაა მიუღებელი მერიის ინიციატივა ოპოზიციისთვის?
ამ ცოტა ხნის წინ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით 136 ტოტალიზატორი შეამოწმა და ფინანსური დარღვევები გამოავლინა. ”რეგიონულ მაცნეში” დღეს სათამაშო ბიზნესის შესახებ შემოგთავაზებთ სიუჟეტებს რუსთავსა და ქუთაისიდან.
გასული სამუშაო კვირა საქართველოსთვის პოლიტიკური მოვლენებით გამორჩეული იყო როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მთავარი შიდაპოლიტიკური მოვლენა ოპოზიციური პოლიტიკური ფლანგის გააქტიურება იყო, ხოლო მთავარი საგარეო მოვლენა - საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ევროპარლამენტში.
თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის 10 თეთრით გაძვირების შესახებ მთავრობის ინიციატივას საკრებულო რამდენიმე დღეში განიხილავს. მთავრობის გადაწყვეტილება, მოქალაქეების გარდა, ოპოზიციონერების გულისწყრომასაც იწვევს.
დღეს, ქალთა მიმართ ძალადობის ლიკვიდაციისთვის ბრძოლის მსოფლიო დღეს, დაიწყო და 10 დეკემბერს დასრულდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია. 16-დღიანი კამპანია გენდერული ძალადობისა და დისკრიმინაციის პრობლემებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
ამ ცოტა ხნის წინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დასრულდა საარჩევნო კოდექსის სადავო დებულებების გამოსწორებაზე მომუშავე ჯგუფის რიგით მესამე შეხვედრა, რომელიც პირველი შედეგებით დასრულდა. პარტიები, რომელთა რაოდენობაც თექვსმეტს შეადგენს, სამუშაო რეგლამენტზე შეთანხმდნენ.
საქართველოს რეგიონებში პრაქტიკულად დასრულდა 2011 წლის საბიუჯეტო პარამეტრების პროექტის სახით განსაზღვრის პროცესი. ამ პროცესსა და მომავალი წლის ფინანსურ პრიორიტეტებზე რეგიონულ მაცნეში მოისმინეთ სიუჟეტები ქუთაისიდან, რუსთავიდან, ლაგოდეხიდან და ახალციხიდან.
საქართველოს პარლამენტის ორ დარგობრივ - იურიდიულ საკითხთა და ჯანდაცვის - კომიტეტში ”საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” კანონპროექტის პირველი მოსმენა გაიმართა. კანონპროექტის მიზანია პაციენტის უფლებების დაცვა.
რამ გამოიწვია ხილის გადამამუშავებელი საწარმოების საქმიანობის შეფერხება შიდა ქართლში, როგორ მუშაობს რძის შემკრები ქარხანა სოფელ ცოდნისკარში, ვითარდება თუ არა ქუთაისის ინდუსტრიული ზონა და რით მოიწამლა 15 მუშა საწარმო ”ჯეოსტილში”.
დღეიდან საქართველოს 4 დიდ ქალაქში არასრულწლოვანთა სასჯელისაგან განრიდების პროგრამა ამოქმედდა. პროგრამა ნაკლებად მძიმე დანაშაულში ბრალდებულ ან დანაშაულის პირველად ჩამდენ არასრულწლოვანთა ნაწილის მიმართ პასუხისმგებლობის ალტერნატიული ფორმების გამოყენებას გულისხმობს.
ბიზნესის წარმოებისთვის აუცილებელი გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით, გასულ წელთან შედარებით, წელს საქართველო ერთი საფეხურით დაწინაურდა და მეთორმეტე ადგილი დაიკავა. ასეთი შედეგი ქვეყანამ მსოფლიო ბანკის ყოველწლიური კვლევის შედეგების თანახმად აჩვენა.
გადასახადების, კერძოდ კომუნალური გადასახადების ამოღებისა და მოსახლეობის გადახდისუნარიანობის თემაზე დღეს რეგიონულ მაცნეში ვისაუბრებთ. მოისმინეთ სიუჟეტები რუსთავიდან, ქუთაისიდან, გორიდან და ლაგოდეხიდან.
„ეუთოს მისიის დაბრუნების შანსი ნულოვანია“ – სტატია, რომელსაც გაზეთ „რეზონანსში“ წაიკითხავთ, ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის კნუტ ვოლებეკის ცხინვალში ვიზიტის შედეგებს ასახავს.
სიახლე ელექტროენერგიის, წყლისა და დასუფთავების გადასახადების ინტეგრირებას გულისხმობს, ანუ ერთი რომელიმე გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში, მომხმარებელს დანარჩენი მომსახურებაც ავტომატურად გაეთიშება.
საქართველოში ბიბლიოთეკების ოპტიმიზაციის პროცესი 2007 წელს დაიწყო. შეიძინა თუ არა ეგრეთ წოდებულმა უფუნქციო ბიბლიოთეკამ ფუნქცია და როგორ ემსახურება მომხმარებელს საგრძნობლად შემცირებული საბიბლიოთეკო ქსელი?! ამ საკითხებზე ”რეგიონულ მაცნეში” მოისმინეთ სიუჟეტები ბათუმიდან, გორიდან, ზუგდიდიდან და ქუთაისიდან.
29 ოქტომბერს საინფორმაციო სააგენტო რეიტერმა, უშიშროების უწყების ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისათვის ეჭვმიტანილი 20 პირის დაკავების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულს არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.
20 დღეა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინ აფხაზეთიდან დევნილთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილენი დედაქალაქსა და ქალაქ ზუგდიდში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ.
რადიო ”თავისუფლების” სადისკუსიო მაგიდასთან დღეს ნონა მჭედლიშვილმა მედიაექსპერტები ზვიად ქორიძე და ლაშა ტუღუში მიიწვია. ეს უკანასკნელი არის წევრი იმ ხუთკაციანი საინიციატივო ჯგუფისა, რომელმაც მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით სპეციალური საკანონმდებლო პაკეტი შექმნა.
საზოგადოებრივი კვების ობიექტები და საკვების ხარისხი საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებში. რეგიონულ მაცნეში დღეს ამ თემებზე ვისაუბრებთ. მოისმინეთ სიუჟეტები გორიდან, ქუთაისიდან და რუსთავიდან.
”ქართული აკადემია” პარტიებს საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებისთვის მუშაობის გაგრძელებისაკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის ადრესატია ის 8 პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლებმაც ”საარჩევნო კოდექსში” შესატანი ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი შექმნეს.
ჩამოტვირთე მეტი