ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 1997 წლიდან.
პატიმართა მიმართ არაადამიანურად მოპყრობის ფაქტების გადამოწმებისა და ვითარების ადგილზე გარკვევის მიზნით, ”თავისუფალი დემოკრატები” პარტიის წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის ქსნის კოლონიაში შეშვებას ითხოვენ. დეპუტატი პირადად შეუდგება საჭირო სპეციალური პროცედურის გავლას.
თბილისი ევროკავშირის აღმოსავლეთის მეზობელ ქვეყნებს შორის პირველი დედაქალაქია, რომელმაც მიმდინარე წლის გაზაფხულზე ხელი მოაწერა ე.წ. "მერების შეთანხმებას". შესაბამისად, აიღო ვალდებულება, ჩაერთოს გლობალური პრობლემების დაძლევაში.
საერთაშორისო ორგანიზაციამ ”რეპორტიორები უსაზღვრებოდ” პრესის თავისუფლების 2010 წლის რეიტინგში საქართველოს 99-ე ადგილი განუსაზღვრა, რაც, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ ამავე ორგანიზაციის კვლევების თანახმად, გასულ წელთან შედარებით მედიის თავისუფლების მდგომარეობა ქვეყანაში გაუარესებულია.
ბუნებრივი აირითა და სხვა საწვავი საშუალებებით მომარაგების პრობლემა მოსახლეობის დიდი უმრავლესობისათვის თავს განსაკუთრებით ზამთრის სეზონის მოახლოვებისას იჩენს ხოლმე. რამ შეუშალა გაზიფიცირებას ხელი ლაგოდეხში, რატომ დარჩნენ ბუნებრივი აირის გარეშე ქუთაისელი დევნილები.
„დღეს ახალ კონსტიტუციას დაამტკიცებენ“ - გაზეთ ”რეზონანსის” სტატიის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებამდე ღებულობს, დღევანდელი დღე მაინც ისტორიულად ჩაითვლება.
ჩაეტია თუ არა საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიის მიერ კონსტიტუციის მისაღებად განსაზღვრულ ვადებში და რას უქადის მას კომისიის რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა? ამ საკითხებზე სასაუბროდ ნონა მჭედლიშვილმა რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი და ქრისტიან-დემოკრატი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე მიიწვია.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ, პოლიტიკური ცხოვრება საქართველოს რეგიონებში პრაქტიკულად გაქრა, თუმცა ბოლო ხანს გამოცოცხლებაც იგრძნობა. ამ თემაზე ”რეგიონულ მაცნეში” მოისმინეთ სიუჟეტები გორიდან, რუსთავიდან, ზუგდიდიდან და ქუთაისიდან.
2008 წლის საომარი კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების უფლებების დაცვა კონფლიქტის მხარეებმა უნდა უზრუნველყონ და ამ მიმართულებით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, - აღნიშნულია ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის თომას ჰამარბერგის ანგარიშში.
საქართველოს რეგიონების შიდასაქალაქო და რაიონული მნიშვნელობის ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის სფეროში არსებულ პრობლემებზე დღეს რეგიონულ მაცნეში მოისმენთ სიუჟეტებს ქუთაისიდან, რუსთავიდან, ზუგდიდიდან და ახალციხიდან.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ შრომის დღე 2 ოქტომბერს საპროტესტო აქციით აღნიშნა. დარგობრივი პროფკავშირების წარმომადგენლებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს ის პრობლემები, რომლებიც სათავეს გაუმართავი შრომითი კოდექსიდან იღებს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშის თანახმად, არჩევნებზე, ეუთოს ვალდებულებების შესრულებისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი წინსვლა აღინიშნა.
1 ოქტომბრიდან საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ამოქმედდება. თითოეული სასამართლო სხდომისათვის შეირჩევა 12 ძირითადი და 2 სათადარიგო მსაჯული, რომელთა მიერ მიღებული გამამართლებელი გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
ორი კვირაა საქართველოს საჯარო სკოლებში აკადემიური სასწავლო წელი დაიწყო, თუმცა სწავლის განახლების მიუხედავად, მოსწავლეთა ერთი ნაწილი სკოლებში სახელმძღვანელოების გარეშე დადის.
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიაზე მოიცავდა რამდენიმე უწყებას როგორც ქვეყნის სეპარატისტული რეგიონების, ასევე კავკასიის ხალხების, რუსეთისა და საერთაშორისო საზოგადოების მიმართ.
23 სექტემბერს, გამთენიისას, გამოძიებისთვის ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს სახლს, რომელშიც ბოლო წლებია, ცხოვრობს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ”საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების” კანონპროექტის განხილვის დაწყებას მიმდინარე კვირაში გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო დებატების პროცესმა პრაქტიკულად უკვე გადაინაცვლა საკანონმდებლო ორგანოში, მასზე სჯა-ბაასი პარლამენტს გარეთაც გრძელდება.
„ხელისუფლება გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ფიქრობს“ - სტატიაში, რომელსაც დღეს გაზეთი ”რეზონანსი” აქვეყნებს, გამოთქმულია ვარაუდი, რომ, შესაძლოა, ვადამდელი არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი საბაბი საკონსტიტუციო ცვლილებები, კერძოდ, ახალი კონსტიტუციის ამოქმედების ვადა გახდეს.
2 სექტემბერს რადიო თავისუფლების დილის პროგრამის სტუმარი იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილი. მან კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის საჯარო განხილვის წინასწარ შედეგებზე ისაუბრა.
”გადადებული სამთავრობო კარუსელი” - სტატიას ამ სათაურით დღეს გაზეთი ”რეზონანსი” აქვეყნებს. გაზეთის თანახმად, ჯანდაცვის მინისტრის გადადგომა გუშინ, თავისი მნიშვნელობითა და სკანდალურობით, პრემიერის განცხადებას უნდა გადაეფარა, თუმცა ეს განცხადება ბოლო მომენტში გარკვეული სახეცვლილებითა და შერბილებული ტონით შედგა.
რამდენიმე დღეში საქართველოს მთავრობამ სურსათის გაძვირების საწინააღმდეგო სპეციალური ღონისძიებები უნდა შეიმუშაოს. ფასების ზრდის შესაჩერებლად გამოკვეთილი ორი მიმართჲლებიდან ერთი იმპორტის ბაზრების დივერსიფიკაციას გულისხმობს.
ჩამოტვირთე მეტი