ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 1997 წლიდან.
31 მაისს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიის სტუმარი იყო მედია-ექსპერტი ზვიად ქორიძე, რომელმაც ნაციონალურ არხებზე ახალი ამბების პოლიტიკის იმ თავისებურებებზე ისაუბრა, რომელთაც განსაკუთრებით ბოლო ხანს იჩინა თავი.
”გიგა ბოკერია ოპოზიციაში მიდის?” - შეკითხვა, რომელზეც გაზეთ ”მთელ კვირას ” პასუხი არა აქვს, ამავდროულად, არის სათაური სტატიისა, რომელსაც დღეს გაზეთის პირველ გვერდზე წაიკითხავთ. ”მთელი კვირის” თანახმად, დაბეჯითებით ძნელია იმის თქმა, მიდის თუ არა გიგა ბოკერია ოპოზიციაში, მაგრამ სახელისუფლებო კულუარებშიც ამაზე ალაპარაკდნენ და ექსპერტებიც ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში განვითარებული პროცესები სწორედ ამაზე მიუთითებს.
27 აგვისტოს თბილისის სტუდიის სტუმარი კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი იყო. მან რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების 2 წლის განმავლობაში შექმნილ ახალ რეალობაზე ისაუბრა.
25 აგვისტოს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიის სტუმარი იყო თამარ ხიდაშელი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე. სტუმარმა ისაუბრა ახალ ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე.
“ეშმაკი დეტალებშია” - სტატიაში, რომელსაც დღეს გაზეთი ”24 საათი” ბეჭდავს, საუბარია იმ განწყობის შესახებ, რომელიც სოხუმში რუსეთის საგარეო უწყების მიერ შემუშავებულ „რუსეთის მოქალაქეებისათვის ქონებრივი უფლებების აღდგენის კონცეფციას” მოჰყვა.
საქართველოს განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით,ამიერიდან სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. მიმდინარე აკადემიური წელი მრავალი სიახლით იქნება დატვირთული. სიახლეებზე საზოგადოება, როგორც წესი, მგრძნობიერად რეაგირებს.
23 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის პროგრამის სტუმარი იყო კონსერვატორი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც დევნილთა და გარემოვაჭრეთა აქციების ორგანიზატორია. სტუმარმა სახელმწიფო პოლიტიკასა და საპროტესტო გამოსვლების მიზნებზე ისაუბრა.
„უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების განსხვავებული ეტაპი“ - სტატიაში, რომელსაც დღეს გაზეთი ”24 საათი” აქვეყნებს, აღნიშნულია, რომ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლება საქართველოსთან დაახლოებას ნელი ტემპით, თუმცა მაინც ცდილობს.
საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან - შემდეგ კი პარლამენტის შენობის წინ - 19 აგვისტოს დევნილთა და გარემოვაჭრეთა ერთობლივი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა და ორგანიზატორთა განცხადებით, საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
ერთის მხრივ, სასმელი და სარწყავი წყალი, როგორც აღმოსავლეთ საქართველოს ბევრი რაიონის პრობლემა და მეორეს მხრივ, მოსავალი, რომლის გასაღება გლეხს მის მოყვანაზე არანაკლებ უჭირს. ამ თემებზე დღეს რეგიონულ მაცნეში მოისმენთ სიუჟეტებს ზუგდიდიდან, ბათუმიდან, სიღნაღიდან და გორიდან.
თითქმის სამი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა, კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონპროექტი საყოველთაო-სახალხო განხილვის საგნად აქცია. ამ მიზნით შეიქმნა 36 კაციანი კომისია.
პოლიციის კორდონი, ლითონის ღობე, სპეციალურად ბარგის გადასატანად მობილიზებული სატვირთო მანქანები და ასობით უნუგეშო ადამიანი... - ეს სურათი დედაქალაქის მცხოვრებლებმა უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში რამდენჯერმე ნახეს.
შემოდგომაზე საქართველოს პარლამენტი კონსტიტუციის ახალი რედაქციის დამტკიცებას გეგმავს. მანამდე კი ქვეყნის მასშტაბით კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის საერთო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს.
6 აგვისტოს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიის სტუმარი იყო თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორი გია მურღულია. საუბრის თემა ზოგადი განათლება და მისი მდგომარეობა იყო. სტუმარმა განმარტა ეროვნული გამოცდების დაბალი შედეგების მიზეზებიც.
„ოს სამხედროებს რუსები ანაცვლებენ“ - პუბლიკაციაში, რომელსაც დღეს გაზეთი ”24 საათი” აქვეყნებს, აღნიშნულია, რომ სამხრეთ ოსეთის ეგრეთ წოდებულ თავდაცვის სამინისტროში ”მტკივნეული რეფორმები” ხორციელდება: 3500 სამხედრო მოსამსახურიდან მხოლოდ 200 თანამშრომელი დარჩება.
4 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე. მან აფხაზეთის რკინიგზის გახსნის შესაძლებლობებზე ისაუბრა.
მიმდინარე წლის აპრილში გამართული ტენდერის შედეგების თანახმად, 10 სადაზღვევო კომპანიას თბილისსა და რაიონულ ცენტრებში ახალი, თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფოების აშენება დაევალათ. საავადმყოფოების მშენებლობის პროცესი ეტაპობრივად უკვე დაიწყო.
სახელისუფლებო ინტრიგები და ბრძოლა სააკაშვილის მემკვიდრეობისთვის დღეს გაზეთ ”რეზონანსის” მთავარი თემაა. მოწინავე სტატიაში, სათაურით ”სააკაშვილი ვანო მერაბიშვილს ვეღარ ენდობა?”, ვკითხულობთ, რომ ცხელ ზაფხულში ერთადერთი ღირსშესანიშნავი პოლიტიკური მოვლენა კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვაა.
2 აგვისტოს რადიო თავისუფლების დილის სტუმარი იყო ”ეროვნული ფორუმის” გენერალური მდივანი რევაზ შავიშვილი. 2 აგვისტოდან ”ეროვნული ფორუმის” ლიდერები საქართველოს რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებენ.
ჩამოტვირთე მეტი