ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 1997 წლიდან.
”ახალი სკანდალი ვერა ქობალიას გარშემო”, ანუ გააყალბა თუ არა მდგრადი განვითარების მინისტრმა ბიოგრაფია, CV. სტატიაში, რომელსაც გაზეთი ”ახალი თაობა” აქვეყნებს, ინფორმაციის წყაროდ გამოყენებულია კანადური გამოცემა ” The Vancouver Sun”-ის გვერდებზე ჟურნალისტ კატია ჰოლუვეის მიერ მომზადებული პუბლიკაცია.
„იწყება თუ არა აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზე მოლაპარაკებები“ - სტატიაში, რომელსაც დღეს გაზეთი ”რეზონანსი” აქვეყნებს, აღნიშნულია, რომ ევროკავშირი აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას რუსეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზის გახსნას სთავაზობს, თუმცა აფხაზები ჯერჯერობით უარზე არიან.
27 ივლისს რადიო თავისუფლების დილის სტუმარი იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის სპეციალისტი, საერთაშორისო სამართლის დოქტორი ევა გოცირიძე. მან ისაუბრა ინიციატივაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეთა დახმარებას ითვალისწინებს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი ნელი ტემპით, ძველი ინერციითა და შეიძლება ითქვას, თვითდინებით ვითარდება. ინოვაციების ნაკლებობა სოფლის მეურნეობის დარგის კვალიფიციური სპეციალისტების ნაკლებობითაც აიხსნება.დარგის სიახლეების გლეხებთან მიტანის ერთ-ერთ საშუალებად სახელმწიფო აგრონომის ინსტიტუტის ამოქმედებას განიხილავს. აგრონომის დეფიციტს განიცდიან სოფლებშიც.
„მერაბიშვილის, ახალაიებისა და უგულავას დაჯგუფებები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან“ - ამ სათაურით დღეს გაზეთი ”ახალი თაობა” აქვეყნებს ინტერვიუს ირაკლი ბათიაშვილთან. საუბრის ძირითადი თემაა საკონსტიტუციო რეფორმა და მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებები.
ზაფხული ძალაში შედის და, შესაბამისად, სულ უფრო ნელდება პოლიტიკური პროცესი, რომელიც მიმდინარე კვირაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა.
კონსტიტუციის ცვლილებების საბაზისო კანონპროექტს, რომელიც სულ ორი დღეა საჯარო განხილვის ობიექტი გახდა, კონკრეტული შენიშვნებით გამოეხმაურა საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისია.
”საქპატენტი” საავტორო უფლებების დაცვის ახალ სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. გეგმა, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოსთვის იქნება მზად. გამოიწვევს თუ არა სამოქმედო გეგმა შესწორებების აუცილებლობას კანონმდებლობაში?
საქართველოს პარლამენტმა დღეს საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების საბაზისო პროექტის საჯარო განხილვის კომისია შექმნა. კომისია 36 წევრით დაკომპლექტდა და მასში, დეპუტატების გარდა, ექსპერტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შევიდნენ
მიმდინარე თვე, განსაკუთრებით კი ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი ორგანოების არჩევის შემდგომი პერიოდი, საქართველოს რეგიონებში საკადრო ცვლილებებით ხასიათდება. ძირითადად, სწორედ ამას ასახავს ჩვენი პროგრამა, რომელშიც მოისმენთ სიუჟეტებს გორიდან, რუსთავიდან და ქუთაისიდან.
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ”სამოქალაქო განვითარებისათვის” საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვას იწყებს და ქმნის საინიციატივო ჯგუფს, რომელიც კონკრეტული წინადადებების პაკეტის მომზადებაზე იმუშავებს. საკანონმდებლო პაკეტის განხილვა აგვისტოს ბოლოს გაიმართება.
დღეს საღამოს დასრულდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლების, საქართველოს საკითხზე მომხსენებლების მაიკლ იენსენისა და კასტრიოტ ისლამის ოთხდღიანი ვიზიტი საქართველოში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეროვნულ სასწავლო გეგმას დაამატა საგანი - ” სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება”, რომლის სწავლება საჯარო სკოლებში 2010-11 აკადემიური წლიდან დაიწყება. ახალი სასწავლო დისციპლინა სამი მოდულისაგან შედგება.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2010 წლის 1 ივლისს დაიწყო და 23 ივლისს დასრულდება. აბიტურიენტებმა უკვე ჩააბარეს სამი და შესაბამისად, ჩასაბარებელი დარჩათ კიდევ ერთი გამოცდა. მათი სტუდენტობის ბედ-იღბალს, მათ შორის დაფინანსების საკითხს, წელს ოთხი გამოცდის შედეგი გადაწყვეტს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს კონკურსს, რომელში გამარჯვებულიც ავტომატურად დაიკავებს ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობას. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც აქვს მუშაობის ხუთწლიანი სტაჟი.
2-3 ივლისს ბათუმში მიმდინარე კონფერენციის განხილვის საგანი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული საბაზისო პროექტია. კონფერენციის მიზანი პროექტის დახვეწა და სრულყოფაა.
ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი სანდრო კვიტაშვილი აცხადებს, რომ ყველა სამუშაო გეგმის თანახმად მიმდინარეობს და სადაზღვევო კომპანიების საქმიანობის მონიტორინგიც პერმანენტულად წარმოებს.
1 ივლისს საქართველოს 12 საგამოცდო ქალაქში განთავსებულ 15 საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2010 ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. წელს გამოცდების ცენტრი, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარდა, საერთო სამაგისტრო და პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებსაც ჩაატარებს.
საქართვლოს პარლამენტმა დაიწყო საგადასახადო კოდექსის ცვლილებების პროექტის განხილვა პლენარულ სხდომაზე. ე.წ. ”რევოლუციური პროექტი” მსჯელობის საგანია საქართველოს რეგიონებშიც.
ჩამოტვირთე მეტი