ახალი ამბების რედაქტორი. რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 1997 წლიდან.
დევნილთა მიმართ ახალი სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები სამი დღის განმავლობაში იმსჯელებენ.
დღეს საქართველოში ვიზიტი დაასრულეს ჰააგის სისხლის სამართლის საერთშორისო სასამართლოს პროკურატურის წარმომადგენლებმა. ვიზიტი განხორციელდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ რეგულარული კონსულტაციების ფარგლებში.
30 მაისის არჩევნების შედეგად დაკომპლექტებული თვითმმართველო ორგანოები, საკრებულოები პირველ სხდომებს მართავენ. ამ სხდომების დღის წესრიგში უმთავრესი საკითხი ხელმძღვანელი პირების არჩევა იყო. პირველადი მონაცემებით, ხელმძღვანელ თანამდებობებზე ძირითადად ძველი სახეები დარჩნენ.
დღეს, გამთენიისას, ევროპიდან თბილისში დაბრუნდა ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც მოლაპარაკებებს აწარმოებდა ხელისუფლების შეცვლის მექანიზმებისა და ოპოზიციურ ძალთა ახალი გაერთიანების შესახებ.
საჩივრების განხილვის პროცესით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავის მიუკერძოებლობასა და პროფესიულ რეპუტაციას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა - ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღისა და შემდგომი პერიოდის დარღვევების გასაჩივრების პროცესის მონიტორინგის ერთ-ერთი შეფასება, რომელიც სამ არასამთავრობო ორგანიზაციას ეკუთვნის.
საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად იმყოფება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მევლუთ ჩავუშოღლუ. ამ რანგში ეს მისი პირველი ვიზიტია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები როგორც პარლამენტის, ისე მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.
თვითმმართველობის არჩევნების გამო თითქმის ერთთვიან შვებულებაში მყოფი საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე 11 ივნისს შეიკრიბა. დღის წესრიგში 26 საკითხს შორის იყო 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში.
საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია კონსტიტუციის საბაზისო პროექტის გარშემო კონსულტაციებში ჩართვისკენ ყველა დაინტერესებულ მხარეს მოუწოდებს.
2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღის დარღვევების შესახებ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში სულ 232 საჩივარი შევიდა. აქედან სრულად დაკმაყოფილდა 15, ნაწილობრივ კი 13 საჩივარი. იმ უბნებზე, სადაც არჩევნები ჩაიშალა ან გაუქმდა კენჭისყრის შედეგები, განმეორებითი კენჭისყრა 12 ივნისს გაიმართება.
30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა 5-მა საარჩევნო სუბიექტმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ფინანსური ანგარიში წარმოადგინა.
4-5 ივნისს ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საბაზისო პროექტის განხილვას იწყებს. კონსტიტუციის საბაზისო პროექტად შერჩეული დოკუმენტი გასაცნობად კომისიას დაახლოებით ორი კვირის წინათ გაეგზავნა.
საარჩევნო კოდექსის სრულყოფის მიზნით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია მუდმივმოქმედი სახელმწიფო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის. საარჩევნო რეფორმა, ედპ-ს შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად უნდა აქციოს.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თავისი არსითა და მნიშვნელობით განსაკუთრებული მოვლენაა რეგიონების ცხოვრებაში. ზოგადი შეფასებით, არჩევნები 2010-მა დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, თუმცა ვერ შეცვალა თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებში მანამდე არსებული პოლიტიკური ბალანსი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასწარი შედეგებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის მასშტაბით დიდი უპირატესობით ლიდერობს. პროპორციული სისტემით, მაგალითად, ამ დროისათვის „ნაციონალური მოძრაობის“ მაჩვენებელი 62, 35 პროცენტს უტოლდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის სამზადისი პრაქტიკულად უკვე დასრულდა. საქართველოს 73 საარჩევნო ოქლში გახსნილ 3 700-მდე საარჩევნო უბანში ამ დროისათვის, ძირითადად, ტექნიკური დეტალების მოწესრიგებით არიან დაკავებულნი.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 დღით ადრე საარჩევნო სუბიექტებმა, ადგილობრივმა დამკვირვებლებმა და მედიის წარმომადგენლებმა ”ეთიკის კოდექსს” მოაწერეს ხელი. კოდექსი განსაზღვრავს ზემოაღნიშნული მხარეების ქცევის წესებს არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში.
ვაკეში ”ეროვნული საბჭოს” მაჟორიტარობის კანდიდატი კახა კუკავა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს. მან საკუთარი კანდიდატურა ”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენლის დავით საგანელიძის სასარგებლოდ მოხსნა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 5 დღეღა დარჩა. საქართველოს რეგიონებში წინასაარჩევნო პოლიტიკური აქტივობა განვითარების პიკს აღწევს მაშინ, როდესაც ამომრჩევლის ერთმა ნაწილმა რიგიანად არც კი იცის, ვის ირჩევს, რატომ და რას ნიშნავს თვითმმართველობა.
წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საქართველოს შვიდ რეგიონში აწარმოებს. დარღვევები, რომლებიც საანგარიშო პერიოდში მოიძიეს, ოთხ კატეგორიაში დაჯგუფდა.
ამ დღეებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაცია სრულდება. უკვე დარეგისტრირებულია 9 საერთაშორისო და 26 ადგილობრივი ორგანიზაცია.
ჩამოტვირთე მეტი