ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.
გერმანიაში, მანჰაიმში, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით სწავლობს ლიზი მამრაძე, პიანისტი, რომელმაც შვეიცარიაში, ციურიხის ხელოვნებათა უნივერსიტეტში სკოლის მერე გააგრძელა სწავლა საფორტეპიანო მიმართულებით.
მოსკოვში ცხოვრობს და მუშაობს არქიტექტორი, მხატვარი, ზურაბ არაბიძე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა, არქიტექტურისა და დიზაინის მაგისტრია. ის იყო პირველი ქართველი ხელოვანი, რომლის გამოფენა მოსკოვში ჩატარდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ.
გასულ კვირაში უცხოეთის პრესა კვლავ ბევრს წერდა აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე, ასევე - მოლდავეთსა და ბულგარეთში მოქალაქეთა მიერ პრორუსული პოლიტიკოსებისთვის უპირატესობის მინიჭებაზე, უცხოეთში ბრაკ ობამას ბოლო მოგზაურობაზე პრეზიდენტის რანგში.
ნინო ხელაია ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის დოქტორანტია ბერლინში, სოციალურ მეცნიერებათა ინსტიტუტსა და ბერლინის სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო სკოლაში. მისი სადისერტაციო თემა პოლიტიკური მეცნიერების სფეროშია.
მოლდავეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პრომოსკოვურმა კანდიდატმა იგორ დოდონმა მოუგო პროევროპულ მეტოქე მაია სანდუს.
„უხილავ ფარდაში“ დღეს ევროპის არტცხოვრებაზე ვესაუბრებით ფოტოხელოვანს, მხატვარს, ხელოვნების კურატორს, შალვა ხახანაშვილს, რომელიც საქართველოდან წავიდა ბერლინში, შემდეგ ბედმა, ოჯახურმა გარემოებამ პარიზის გზას გაუყენა, სადაც დღემდე მუშაობს.პარიზის საზოგადოებამ, როგორც თვითონ ამბობს, "მიიღო ის როგორც მხატვარი და როგორც ქართველი".
გასული კვირის უცხოური პრესა წერდა აშშ-ის წინასაარჩევნო ვითარებაზე, თურქეთში გაზეთის თანამშრომლების დაპატიმრებასა და ასევე ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შესახებ.
ინგა ანდღულაძე-ცრენერი გერმანიაში, შტუტგარტში, ძიძად წავიდა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლისმცოდნეობის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ.
გიამბობთ, რატომ გადაწყვიტა, და როგორ აპირებს ხობელი მოზარდი საკუთარი წვლილი შეიტანოს კოლხური ბზის გადარჩენის საქმეში
სოფო მედოიძე 15 წელია, ლონდონში ცხოვრობს. გოლდსმითის კოლეჯი ხელოვნების მაგისტრის წოდებით დაამთავრა, ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტში ასევე მაგისტრის ხარისხი მოიპოვა ფოტოხელოვნებაში.
რამდენიმე საათში, მას შემდეგ, რაც გამოაცხადა – საფიქრებელია, რომ „ძლიერი უცხოური ფაქტორი“ მოქმედებდა ჩერნოგორიის 16 ოქტომბრის არჩევნების დროსო, – გადადგა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მილო ჯუკანოვიჩი, რომელმაც ადრე არაერთხელ დაადანაშაულა ოპოზიცია მოსკოვთან, კრემლთან თანამშრომლობაში.
სასამართლოებს რუსეთში, არც თუ იშვიათად, რბილი განაჩენი გამოაქვს ხოლმე, როცა საქმე ბობოლა პირების შვილების, თუნდაც, ბოროტ ავტოხულიგნობას ეხებოდეს.
საბა შარიქაზე ფიზიკოსია, ქალაქ ეიმსში, აშშ-ში ცხოვრობს, მეუღლესთან ერთად. ის აიოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონდენსირებულ გარემოს ფიზიკის მიმართულებით სწავლობს, დოქტორანტია.
კახა ნიჟარაძე ჟენევაში ცხოვრობს. მუშაობს, როგორც თავისუფალი მხატვარი.
წამყვანი: რა უთხრა რომის პაპმა საქართველოში თავის მასპინძლებს, რა იყო მთავარი გზავნილი, რატომ ჩავიდა რომის პაპი საქართველოში, რატომ არ მივიდა ხალხი და მართლმადიდებელი სამღვდელოება სტადიონზე, როცა ფრანცისკე მესას მართავდა?
"უხილავი ფარდა" დღეს ერთობ მუსიკალურია. მოისმენთ მუსიკას, როგორც ყოველთვის, და მოუსმენთ ნიკუშა კანდელაკს, რომელიც კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ნორთბრიჯში, მუსიკის ინდუსტრიის მართვას სწავლობს, მაგისტრატურაშია.
ლონდონში მცხოვრებ ხელოვანს, მხატვარ ანდრო სემეიკოს ხელოვნების ერთმა კრიტიკოსმა ინგლისში მეზღაპრე, მთხრობელი უწოდა. „უხილავ ფარდაში“ დღეს ვესაუბრებით ანდრო სემეიკოს.
ლონდონის ისტ ენდში 15 წელიწადი გაატარა თეო-მალხაზ მუხიგულმა, ქართველმა მხატვარმა. მან ორი წლის წინ დატოვა ლონდონი და ახლა როჩესტერში, კენტის საგრაფოშია ხოლმე.
ანანო ბოჭორიშვილს პოლიტიკურად რთულ, რეფერენდუმების ხანაში მოუხდა სწავლა გლაზგოს უნივერსიტეტში, სადაც თანასწორობისა და ადამიანის უფლებების სამაგისტრო პროგრამა გაიარა სოციოლოგიის დეპარტამენტში.
ჩამოტვირთე მეტი