შორენა როხვაძე ბრალდებულის სკამზე მჯდომ შვილს, საბა მეფარიშვილს კოცნას უგზავნის, იმავეს აკეთებს ომარ ოკრიბელაშვილის დედაც. ერთმანეთთან მიახლოების და ლაპარაკის უფლება არ აქვთ. სასამართლოში „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე, 400-ლარიანი ჯებირების ჯგუფურად დაზიანების საქმის განხილვა იწყება.
ეთერში გასვლიდან ერთ თვეში „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, მილიონერი ბიზნესმენის შოთა შალელაშვილის ოჯახის ტელევიზიამ TV24-მა რეორგანიზაცია გამოაცხადა. ჟურნალისტები ამბობენ, რომ არხი დაიხურა, მათ ნაწილს ხელფასი არ აუღია და სასამართლოში დავისთვის ემზადება.
წარმოიდგინე, რომ მუშაობ უფანჯრო ოფისში, რომელიც ბუნებრივად არ ნიავდება. სამუშაო მაგიდის წინ ეკრანები, ხელოვნური განათება და კამერები გაქვს. შენს ყველა მოქმედებას, ყველა ჟესტს აკვირდებიან. შეცდომა კი შემოსავალზე ისახება, - აი, „ევოლუშენში“ დასაქმებულებს ამის წარმოდგენა არ სჭირდებათ.
19 წლის ლუკა ნადირაძემ „ევოლუშენში“ მუშაობა რვა თვის წინ დაიწყო, ის გაფიცულებიდან ერთ-ერთია და შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვს.
კომპანია „ევოლუშენ საქართველოს“ თანამშრომლების ნაწილი გაიფიცა. ისინი ხელფასების ზრდასა და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის გახსნაზე მთავარი გმირი ბიძინა ივანიშვილია. ვინ დაპატიჟეს ქართული ოცნების ახალ ოფისში? - კადრები ღონისძიებიდან.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა, 16 ივლისს, ორთაჭალაში, გორგასლის #20 ნომერში, ახლად აშენებულ შენობაში გახსნეს 2024 წლის საარჩევნო კამპანია. ამ მისამართზე იქნება დღეიდან მმართველი პარტიის ცენტრალური ოფისი.
უზენაეს სასამართლოში ერთის გარდა, ყველა მოსამართლე უვადოდაა დანიშნული. ამ ერთს ვადა 2025 წელს ეწურება და სისტემიდან წასვლა მოუწევს. იუსტიციის საბჭო შემცვლელს ეძებს. კონკურსის მონაწილე კანდიდატების ვინაობა ცნობილია.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ონლაინმედიის, გაზეთისა და რადიოს ჟურნალისტებს უსაფრთხოების დაცვის მოტივით პარლამენტში შესვლის უფლება რამდენჯერმე ჩამოართვა. მათ შორის „აგენტების კანონის“ მიღებისას. შეუძლიათ ამ ჟურნალისტებს უჩივლონ პარლამენტის თავმჯდომარეს დისკრიმინაციის ბრალდებით?
უზენაეს სასამართლოში 27 მოსამართლე უვადოდ „ქართული ოცნების“ დანიშნულია. ამ ინსტანციის სრულად დაკომპლექტებამდე მმართველ პარტიას მხოლოდ ერთი ადგილი აშორებს, რომელიც 2025 წლიდან თავისუფლდება.
ორ კვირაზე მეტია ეთერშია ახალი ტელევიზია - TV24. კომპანია „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატისა და მილიონერი ბიზნესმენის, შოთა შალელაშვილის ოჯახმა დააფუძნა. რადიო თავისუფლება შეხვდა და ესაუბრა ახალი არხის ჟურნალისტებს, წამყვანებს, რედაქტორებსა და მფლობელს.
მეხუთე დღეა, რაც 53 000-ზე მეტ ოჯახს თბილისში წყალი დღე-ღამეში მხოლოდ რამდენიმე საათით აქვს. გრაფიკი მათთვის კიდევ ხუთი დღე გაგრძელდება. ეს ვადა GWP-მ დათქვა.
ბოლო 12 წელია, რაც „იდუმალებით მოცული ქველმოქმედი“ ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკის ცენტრალური ფიგურა გახდა. საზოგადოების ნაწილისთვის ყოველ მის საჩუქარს თან ახლავს კითხვა: ქველმოქმედებაა თუ პოლიტიკური ინვესტიცია?
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ ხანგრძლივმა საპროტესტო ტალღამ, რომელმაც თბილისი, ქუთაისი და ბათუმი მოიცვა, პოლიტიკოსებს აჩვენა, რომ საზოგადოება ცვლილებებისთვის მზადაა. ახლა საკითხავია, თავად თუ არიან პოლიტიკური პარტიები მზად, შექმნან „გამარჯვების ფორმულა“ და საპროტესტო მუხტი მხარდაჭერაში გადაზარდონ.
ევროპული არჩევანის შესახებ რეფერენდუმის იდეას მომხრეც ჰყავს და მოწინააღმდეგეც. პრეზიდენტის წამოწყებაში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. ამას გარდა,„თუ „ქართული ოცნება“ არ მოინდომებს, რეფერენდუმი ვერ გაიმართება“. გვჭირდება კი ეს რეფერენდუმი?
ბოლო სამ წელში „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კოდექსი 19-ჯერ შეცვალა და მეოცედაც აპირებს. ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ ყველა იმ ცვლილებას, რომელმაც ცესკოს დამოუკიდებლობაზე გააჩინა კითხვა. სწორედ, ცესკო-ს ხელშია 2024 წლის მთავარი პოლიტიკური მოვლენის, საპარლამენტო არჩევნების, ბედი.
ათობით ადამიანს დაურეკეს და შსს-ში სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყველა მათგანი „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მონაწილეა. საპროტესტო ტალღა აპრილის შუა რიცხვებიდან მოჰყვა საშინაო და საერთაშორისო ზეწოლით შარშან უკვე ჩაგდებული კანონის პარლამენტში დაბრუნებას.
ჩამოტვირთე მეტი