უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის რეგიონებს წამლების მომარაგებაში უჭირთ. პროფესიულმა საზოგადოებამ, „რუსეთის ფედერაციის ექიმებმა“, 2024 წელს ექიმები გამოჰკითხა. მათი თითქმის 80% წამლების დეფიციტზე ჩიოდა. ყველაზე მეტად არ ჰყოფნიდათ ანტიბიოტიკები, დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები და ანტიდეპრესანტები.