ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.
ფარასთუ სპარსულად მერცხალს ნიშნავს, გაზაფხულის, სიახლის მომტანია ეს მშვენიერი ჩიტი, რომელიც გამოზამთრების შემდეგ კვლავ ბრუნდება უკან იქ, სადაც დაიბადა. ფარასთუ ფორუჰარს ეს სახელი იმიტომ დაარქვეს, რომ გაზაფხულის პირზე, ლამის ზუსტად იმ დროს დაიბადა, როცა სპარსელები ახალი წლის მოსვლას აღნიშნავენ.
საქართველოში ვინც ზოე პერეს იცნობს და უსაუბრია მასთან, იცის, რომ ის ისე იყო შერწყმული იქაურობას ყველაზე ქართულით, რაც კი არსებობს, - ენით, მრავალხმიანი სიმღერით და უამრავი მეგობრით, - ვერც კი იფიქრებდა, რომ უკან, საფრანგეთში დაბრუნდებაო.
ომის შემდგომი ჩეხოსლოვაკიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იან მასარიკის შოკის მომგვრელი სიკვდილი ამ ქვეყანაში 1948 წლის კომუნისტური გადატრიალების შემდეგ, „ცივი ომის“ ისტორიაში შემოტრიალების წერტილი გახდა.
2000-იანი წლების დასაწყისში ჩამოვიდა და ჩეხეთში დაფუძნდა ლიზა კვინიკაძის ოჯახი - ლიზა მაშინ 11 წლის იყო. წამოსვლის მიზეზიც ლიზა იყო - გოგონას სჭირდებოდა ეტლი, რომლის გარეშეც ის სრულყოფილად ვერ იმოძრავებდა.
ფერმწერ მაკა დადიანს ევროპაში, განსაკუთრებით შვეიცარიაში, კარგად იცნობენ. წლები გადის. მაკა მიეჩვია ევროპის ამ მყუდრო ქვეყანას, თუმცა თვალი სამშობლოსკენ უჭირავს.
რაც ზურა სუმბაძე მახსოვს, სულ უცხო ქვეყანაში მიდის. 80-იანი წლების ბოლოს დასავლეთ ბერლინში გადასახლდა, როცა იქაური გოგო შეირთო.
თინათინ გურგენიძე ურბანისტია, გლდანის მაგალითზე იკვლევს პროცესებს მიკრორაიონის ტიპის დასახლებებში, ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეში, არის თბილისის არქიტექტურული ბიენალეს თანადამაარსებელი.
უცხოეთში - გერმანიაში ცხოვრება სავსეა მუსიკით, რაც მაკლია და მენატრება, არის ოპერა, რომელიც საქართველოში დავტოვეო, - მითხრა დავით კინწურაშვილმა, რომელიც ჰანოვერში, გერმანიაში ცხოვრობს.
რეზო ჩხიკვიშვილმა 30 წელი გერმანიაში, ესენის გრილოს სახელობის თეატრის სცენაზე გაატარა. ახლა კი მიმხელს, ქართველი მაყურებელი მელოდებაო.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დოქტორი, პალეოანთროპოლოგი ანი მარგველაშვილი იკვლევს საქართველოში ბევრი ათასი წლის წინ მცხოვრებ ადრეულ ადამიანს, რომელსაც მეცნიერება ასე უწოდებს: Homo erectus ergaster georgicus.
გოგი (გიორგი) გეგელაშვილი დანიაში ცხოვრობს ათწლეულებია. ის ნეიროფარმაკოლოგიის სრული პროფესორია კოპენჰაგენის უნივერსიტეტში, ამ ქვეყნის სახელით ევროპის აკადემიის არჩეული წევრია. ქართველი მკვლევარი ასევე უფროსი კვლევითი მრჩეველია მსხვილ საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიაში.
შინ - უცხოეთში გიორგი მარგიშვილზეა. ის ესპანეთში ჩოგბურთის აკადემიის თავკაცია - ჩოგბურთის ფილოსოფოსი, თეორეტიკოსი და მწვრთნელია. მისი მიზანი და სურვილია თავისუფალი ადამიანების აღზრდა, ცხადია, ჩემპიონების და ფიზიკურად ძლიერი, ასევე შინაგანად მყარი და მიზანდასახული ადამიანების.
ხატია ზურაბაული - მოდის დიზაინერი - საფრანგეთში ჩავიდა 16 წლის წინ, როცა ჩვიდმეტისა იყო. განათლება მიღებული აქვს პარიზში, როგორც ამბობს, მაღალი მოდის დედაქალაქში.
ჩეხეთი უკვე მესამე უცხო ქვეყანაა, სადაც ედიშერ ხიდეშელი ცხოვრობს და აქ ყველაზე დიდხანს გაჩერდა, მეტი ფესვი გაიდგა. ედიშერს პრაღაში ქართველებს შორის ყველა იცნობს და ისიც ყველას იცნობს.
გიორგი - გოგი ოქროპირიძე ხელოვანი, მოქანდაკე, რესტავრატორია, ის დიდი ხანია ვენაში ცხოვრობს.
ბოლო დღეებში რაგბიში საქართველოს გუნდების წარმატებაზე ლაპარაკი ვერ მოვასწარით, რადგან რევაზ გიგაური ოდნავ უფრო ადრე ჩავწერე, მაგრამ საქართველოში სპორტის საყვარელი და პოპულარული სახეობის გარშემო კვლავაც ბევრი ვილაპარაკეთ.
70 წელს მიტანებული მასუდ ფეზეშქიანის ირანის პრეზიდენტად არჩევას მეორე ტურში დიდი განხილვა და დავა მოჰყვა. რეფორმისტული ბანაკის მხარდაჭერით არჩეულ ფეზეშქიანში ერთნი შესაძლებლობას ხედავენ. სხვების აზრით, რეფორმირების დრო წავიდა, ახლა რეჟიმი უნდა შეიცვალოს.
ვასკა ჯალაღონიას პრაღაში, შესანიშნავ „გრებოვკის“ პარკში შევხვდი იმ დღეს, როცა საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ესპანეთის გუნდს უნდა შეხვედროდა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში.
ბელგიაში - ანტვერპენში ცხოვრობს და მუშაობს სამი ათეული წელია დათო ნათიძე. მისი ხელით შექმნილ ქანდაკებებს საქართველოშიც ნახავთ და უცხოეთშიც, მან აღადგინა არაერთი ძეგლი ბელგიაში, ახლა უკვე მშობლიურ ანტვერპენში.
დევი ხმალაძე ანტვერპენში ჩვენი შეხვედრისას, საკუთარი ნამუშევრების გარშემო ბაასთან ერთად, გველაპარაკა სარესტავრაციო სამუშაოებზე. ოპერატორ ილია სამურგანიდისთან ერთად ექვსი წლის წინ ჩავედით ანტვერპენში და მოკლე ფილმი გავაკეთეთ დევი ხმალაძესა და მის მეგობარ და კოლეგა დათო ნათიძეზე.
ჩამოტვირთე მეტი