რომელი ქვეყანა გაწევრიანდება ევროკავშირში უახლოეს მომავალში? ამის ყველაზე სავარაუდო კანდიდატი, ალბათ, მონტენეგროა. ის წლებია, რაც მოლაპარაკებებს აწარმოებს და მიზანთან ყველაზე ახლოსა.
როგორც ჩანს, საქართველო ნელ-ნელა კვლავ აქტუალური ხდება ევროკავშირის დღის წესრიგში - ამ ქვეყანაში ოპოზიციის წარმომადგენლების დაპატიმრებების ტალღის, ახალი შემზღუდავი კანონების მიღებისა და მაუწყებლობის რეგულაციების ცვლილებების შემდეგ.
ევროკავშირის ლიდერებს გადამწყვეტ სამიტზე ბრიუსელში შიდა განხეთქილება ელით უკრაინის გაწევრიანების საკითხზე უნგრეთის ვეტოს გამო. განიხილება ასევე ირანის საკითხი და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები. სამიტის დასკვნითი ტექსტში, რომელიც რადიო თავისუფლებას აქვას ნანახი, საქართველო ნახსენები არ არის.
ნატოს ლიდერები 24-25 ივნისს ჰააგაში შეიკრიბებიან და შეეცდებიან ერთ მთავარ შეკითხვაზე გასცენ პასუხი: შეძლებენ თუ არა შეთანხმების მიღწევას თავდაცვის ხარჯების ახალ სამიზნესთან - მშპ-ის 5%-თან დაკავშირებით?
ევროკავშირი იმედოვნებს, რომ რეგიონში რუსეთის ქმედებების წინააღმდეგ საბრძოლველად და კრიტიკული საზღვაო ინფრასტრუქტურის დასაცავად „შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის“ შექმნას შეძლებს.
27 მაისს ევროკავშირი ოფიციალურად ამტკიცებს 150 მილიარდი ევროს (170 მილიარდი დოლარის) ღირებულების გეგმას ბლოკში თავდაცვის ხარჯების გასაზრდელად.
16 მაისს ევროპის ქვეყნების ლიდერები ტირანის ცენტრში მდებარე სკანდერბეგის მოედანზე შეიკრიბებიან ევროპის პოლიტიკური საზოგადოების (EPC) სამიტზე დასასწრებად. ალბანეთში მიწვეულია ირაკლი კობახიძეც.
გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი არჩევიდან სამი დღის შემდეგ ბრიუსელში ჩავიდა ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებთან შესახვედრად.
ამ კვირაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრებიდან ვარშავასა და ლვოვში (ლვივი, უკრ.) მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნაკლებად ელიან. თუმცა მოსალოდნელია, რომ მინისტრები მხარს დაუჭერენ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულის გამო.
21 აპრილს რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ მთავარი კითხვაა, ვინ იქნება მის შემცვლელი? ბუკმეკერების შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი უნგრეთიდანაა - ესტერგომ-ბუდაპეშტის მთავარეპისკოპოსი პეტერ ერდო.
როგორც ჩანს, ევროკავშირი წლის ბოლოს ეცდება უფრო იოლი გახადოს უვიზო მიმოსვლის გაუქმება იმ 61 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამჟამად სარგებლობენ ამ პრივილეგიით - მათ შორის არიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.
ბოლო რამდენიმე კვირაა ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი და უკრაინა სახავენ ცეცხლის შეწყვეტის ჩარჩოებს: ერთი მიმართულება შეეხება ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას, როგორიცაა ელექტროსადგურები და გადამცემი ხაზები, მეორე კი მიმართულია შავ ზღვაში სამხედრო აქტივობის შემცირებაზე.
როგორც წესი, გრენლანდიის 31-წევრიანი პარლამენტის არჩევნებს დიდ ყურადღებას არავინ აქცევს. მსოფლიოს უდიდესი კუნძული, სადაც მხოლოდ 60 000 ადამიანი ცხოვრობს, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იშვიათად თუ ექცეოდა.
ეს უკვე გვინახავს - ნატოს მკვდრად ან მოკვდავად გამოცხადება. ცოტა ხნის წინ ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა მაიკ ლიმ გამოაქვეყნა პოსტი X-ზე და თქვა: „დროა დავტოვოთ ნატო და გაერო“. ილონ მასკმა, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა და დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირემ კი მოკლედ უპასუხა: „ვეთანხმები“.
პოლონეთმა განსახილველად დააბრუნა წინადადება, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირს სანქციები დაუწესოს სატრანსპორტო ოპერატორებს, რომლებიც ხელი უწყობენ ან ჩართულნი არიან „ადამიანებით ტრეფიკინგში ან მიგრანტების ევროკავშირში უკანონო გადაყვანაში“.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) 23 თებერვალს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში აჩვენა მისთვის ისტორიულად საუკეთესო შედეგი.
ამ შაბათ-კვირას ყველა თვალი სამხრეთ გერმანიისკენ იქნება მიპყრობილი, სადაც სასტუმრო Bayerischer Hof-ში მსოფლიო ლიდერები შეიკრიბებიან მიუნხენის უსაფრთხოების სამდღიან კონფერენციაზე.
13 თებერვალს ნატოს თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში წლის პირველ შეხვედრაზე შეიკრიბებიან. ამ ერთდღიან შეკრებაზე მთელი ყურადღება შეერთებული შტატების თავდაცვის ახალი მდივნის, პიტ ჰეგსეთისკენ იქნება მიმართული.
ჩამოტვირთე მეტი