ათობით ათასი უკრაინელი ბავშვის ბედი, რომლებიც სამშობლოდან მოიტაცეს და რუსეთში წაიყვანეს, გაურკვევლობაში ჩააგდო აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილებამ იმ კვლევითი ჯგუფის დაფინანსების შეწყვეტაზე, რომელიც მათ ეძებდა.
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ადგილზე დახვრიტეს რამდენიმე უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც ტყვედ ჩაბარდნენ მიუხედავად იმისა, რომ დაჭრილები და უიარაღო იყვნენ. უკრაინაში გაეროს მისიამ 2024 წლის აგვისტოდან 24 ცალკეული ინციდენტის დროს 79 სიკვდილით დასჯის ასეთი ფაქტი აღნუსხა.
შუა აზიის ასობით მოქალაქეს დასტყუეს თაღლითებმა ფული და დაჰპირდნენ, რომ უცხოეთში, დასავლეთის ქვეყნებში, კარგად ანაზღაურებად სამუშაოზე მოაწყობდნენ. ხელისუფლება სამუშაოს მაძიებლებს აფრთხილებს, რომ კარგად შეამოწმონ შუამავლების საქმიანობა და თავი შორს დაიჭირონ მათგან, ვინც ფულს წინასწარ ითხოვს.