უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთიდან საქართველოში გამოქცეული ახალგაზრდებისთვის პირადად და „შვილის“ ეპიზოდის გადაღებისას არაერთხელ მიკითხავს, რატომ გადაწყვიტეს ცხოვრება იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორია რუსეთს ოკუპირებული აქვს? ნუთუ არ გააჩნიათ ამის გამო უხერხულობის გრძნობა?
“მიუხედავად იმისა, რას იზამდა საქართველო, ეს [ომი] ალბათ მაინც მოხდებოდა”, - ეუბნება პენტაგონთან არსებული თანამედროვე ომის ინსტიტუტის (West Point) ყოფილი დამფუძნებელი დირექტორი, გადამდგარი პოლკოვნიკი ლაიამ კოლინსი რადიო თავისუფლებას აგვისტოს ომზე საუბრისას.
„გამარჯობა ბიჭებო” - ეს იყო ის საბედისწერო სიტყვები, რომლებიც ჟურნალისტებმა ცხინვალის შესასვლელთან წარმოთქვეს. მისალმებაზე, მკლავზე თეთრსახვევიანმა ჯარისკაცებმა გინებით უპასუხეს.
2008 წელს რუსული ავიაციის მიერ გორში პირველი ბომბის ჩამოგდებისთანავე, 8 აგვისტოს ნადიბაიძეების ოჯახი სარდაფში გადასახლდა, ნელ-ნელა მათ მეზობლებიც შეიფარეს. მათემატიკის მასწავლებელი აზა ნადიბაიძე იხსენებს როგორ გამოიარეს მან და მისმა ახლობლებმა ომი.
კოდორის ხეობის დაბომბვა 2008 წლის 9 აგვისტოს დაიწყო. 10 აგვისტოდან გამოცხადდა მოსახლეობის ევაკუაცია, რომელიც 11 აგვისტოს დასრულდა. როგორ ცხოვრობენ კოდორის ხეობაში ომიდან 15 წლის შემდეგ?
7 აგვისტოს გორის სამშობიარო სახლში შეიყვანეს. თორმეტს აკლდა 15 წუთი რომ იმშობიარა. გოგო დაიბადა, მაგრამ მას ნორმალურად არავინ მიფერებია. ცოტა ხნით ადრე ომი დაიწყო.
„როდესაც ომი დაიწყო, პრეზიდენტთან მივედი. მთელი ღამე იქ ვიყავი. ცდილობდა, რუსეთში ხელმძღვანელობას დაჰკავშირებოდა. საბოლოოდ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, კარასინს, დაურეკა. კარასინმა უთხრა, რომ ჩვენს წუხილს ხელისუფლების უმაღლეს რგოლს გადასცემდა.“
„კოდორი ცუდად არ იყო გამაგრებული, მაგრამ დიდ მსხვერპლს გამოიწვევდა ის, რომ გვიღალატეს“, - ამბობს თემურ იაკობაშვილი, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში 2008 წელს, და რადიო თავისუფლებასთან იხსენებს, რა უძღოდა კოდორის ხეობის დაკარგვას.
ჩამოტვირთე მეტი