გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საგარეო საქმეთა მინისტრისგან განსხვავებით, სირიელი ლტოლვილების უკან დაბრუნებას მოითხოვს.
ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე, რომელიც პოლიციამ „გზის გადაკეტვის“ საბაბით დააკავა, თავისუფალია. მისი თქმით, განყოფილებაში უთხრეს, რომ მისი სასამართლო სხდომა ხვალ, 4 ნოემბერს გაიმართება. გათავისუფლების შემდეგ მას რადიო თავისუფლება ესაუბრა.
„მედიაჩეკერის“ ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე დააკავეს. როგორც მედიაგამოცემა წერს, სავარაუდოდ, მას ედავებიან „გზის ხელოვნურად გადაკეტვას“.
როდისმე ერთი ოჯახის ოთხი წევრი ერთდროულად დაუკავებიათ? - კითხულობენ საქალაქო სასამართლოს დერეფანში შეკრებილი ადამიანები. ისინი 41-ე დარბაზთან რიგში დგანან, სადაც მასწავლებელ მანანა ჯავაშვილის სასამართლო პროცესი უნდა დაიწყოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობიდან გაათავისუფლეს 71 წლის აზა ჩილაჩავა, რომელსაც 1-დღიანი პატიმრობის ვადა ზუსტად 21:56 საათზე ამოეწურა. მოსამართლე თორნიკე ქოჩიაშვილმა მას სწორედ ამ პერიოდის საპატიმროში გატარება შეუფარდა.
აქციაზე გზის გადაკეტვის გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე 61 წლის ზურაბ მენთეშაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა. ამ გადაწყვეტილებით თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა.
ეს არის პირველი ინტერვიუ, რომელშიც ელენე ცაცუა საუბრობს მოსამართლე ძმასა და ოჯახის ღირსების დასაცავადაც წამოწყებულ პროტესტზე. ის ინტერვიუს ჩაწერის მომენტში საქართველოში არ ცხოვრობს, ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში სადოქტორო კვლევაზე მუშაობს.
მხატვარ ლადო წიბახაშვილის მსგავსად, 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს მის ძმას, გიგა წიბახაშვილს, რომელსაც რუსთაველის გამზირის „ხელოვნურად გადაკეტვას“ ედავებოდნენ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამოაცხადა.
იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახური, რომელიც ქვეყანაში არსებულ ციხეებს მართავს, „რეალობასთან შეუსაბამოს“ უწოდებს პატიმრობაში მყოფი რუსეთის მოქალაქის ანასტასია ზინოვკინას მიმართ არაადამიანური მოპყრობის შესახებ გავრცელებულ ცნობებს.
ჩეხეთის სამი მემარჯვენე და პოპულისტური პარტიის ლიდერებმა 3 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას მმართველი კოალიციის შექმნის შესახებ.
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ნინო წილოსანმა გააკრიტიკა სომხეთის მმართველი პარტიის დეპუტატები ევრონესტის კრიტიკული რეზოლუციის მხარდაჭერისათვის, ამ საკითხზე რადიო თავისუფლებასთან განმარტება გააკეთა ნიკოლ ფაშინიანის გუნდის მაღალი რანგის წარმომადგენელმა.
ჩამოტვირთე მეტი