ინტერვიუ ზაზა სარალიძესთან
9 სექტემბერს ზაზა სარალიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა: „ჩემი შვილისთვის ვიბრძოლებ ბოლომდე, სანამ მკვლელები და ამ საქმის გამყალბებლები არ იქნებიან პასუხისგებაში მიცემული!“. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი 10 სექტემბრიდან საპროტესტო აქციებს განაახლებენ. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მას არ სჯერა იმ სამართლებრივი პროცესის, რომელიც ახლა მიმდინარეობს. მეტიც, თუკი პროკურატურა დავით სარალიძის მკვლელობას გ.ბ.-ს ააღებინებს თავზე, ზაზა სარალიძე პირადად გააპროტესტებს ასეთ შედეგს. ის მოთმინებით ელოდა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის დასრულებას. აკმაყოფილებს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატების მიერ მომზადებული დასკვნა და რეკომენდაციები, თუმცა მათი განხორციელების პერსპექტივას ვერ ხედავს. ზაზა სარალიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მას არ აინტერესებს ამა თუ იმ ძალის პოლიტიკური ინტერესები და აქვს ერთადერთი მიზანი - დაიცვას „მოკლული შვილის ღირსება და ცოცხალი შვილის მომავალი“.
ეპიზოდები
-
აგვისტო 06, 2025
გიორგი ახობაძე თავისუფალია
-
აგვისტო 02, 2025
ნინო კასრაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
ივლისი 07, 2025
თავდასხმა „ოლე-ოლას“ სიმღერისთვის - ინტერვიუ ვანო თარხნიშვილთან
-
ივნისი 30, 2025
კამერით შესვლა აკრძალულია
-
ივნისი 29, 2025
ოკუპაცია: ჩორჩანა, ღოღეთი, ცხინვალი...