თბილისში მიმდინარე ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია შეწყდა
28 თებერვალს, თბილისში მიმდინარე ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია, დონორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეწყდა. ოპერაციას პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს ილიას უნივერსიტეტში შეკრებილი სტუდენტები და პროფესორები. ოპერაცია კლინიკა „ინოვაში“ ქართველი და კორეელი ექიმების თანამშრომლობით მიმდინარეობდა. 49 წლის ქალს ღვიძლი 54 წლის ბიძაშვილისთვის უნდა გადაენერგა. ექიმების განმარტებით, ქალი ვეღარ გაუწევს დონორობას ბიძაშვილს და რეციპიენტს მოუწევს ახალი დონორის მოძიება. ღვიძლის გადანერგვის ოპერაციები საქართველოში 2014 წლიდან ტარდება. 28 თებერვალს საქართველოში ღვიძლის გადანერგვის მეთექვსმეტე ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში მიმდინარე ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია შეწყდა. ექიმების განცხადებით, დღემდე ჩატარებული თხუთმეტივე ოპერაცია წარმატებით დასრულდა და პაციენტები თავს კარგად გრძნობენ.
ეპიზოდები
-
აპრილი 28, 2025
„შვილობილი“ - არჩილ მუსელიანცის და ცაროს ამბავი
-
აპრილი 18, 2025
რატომ ვერ ნახულობს დედა შვილს ციხეში
-
აპრილი 14, 2025
თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს
-
აპრილი 09, 2025
მეც იქ ვიდექი - 9 აპრილი 36 წლის შემდეგ