რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.
ნინო დათაშვილი, მასწავლებელი, რომელსაც სასამართლოს მანდატურზე თავდასხმა ედება ბრალად, 8 სექტემბერს სასამართლოს სხდომაზე ვერ მივიდა. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა თქვა, რომ ქალი პროცესს ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო ვერ დაესწრებოდა.
62 წლის მიხეილ ლეშკაშელს, კაცს ლაბადითა და ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც პოლიციამ 2 სექტემბერს, მათი განცხადებით, საპროტესტო აქციის მსვლელობისას, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ დააკავა, მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
ნარკოტიკებით სავსე ჩემოდნით დაკავებულმა 19 წლის ბრიტანელმა ბელა მეიმ, რომელიც 27 კვირის ორსულია, შესაძლოა, საპატიმრო მალე დატოვოს. ამ ალბათობის შესახებ 2 სექტემბერს გამართული სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
მომღერალ ირმა კურტანიძეს, რომელიც საზოგადოებაში ხატია წერეთლის ფსევდონიმითაა ცნობილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 28 აგვისტოს, სხვა 11 ქალთან ერთად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
22 წლის ქმრის, ლუკა გერსამიას მკვლელობაში ბრალდებულ ქალს, 25 წლის თეკლა გერსამიას, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
სუროგატმა დედამ, 41 წლის მაიამ*, ბავშვი უცხოელი წყვილისთვის 15 ივლისს გააჩინა. მშობიარობა ნაადრევად დაეწყო და საკეისრო კვეთა გახდა საჭირო. 7 თვის თავზე დაბადებული ბავშვი, ღუდუშაურის კლინიკაში, ნაადრევად დაბადებულთა მოვლის განყოფილებაში გადაიყვანეს.
მოჭიდავე ლუკა კურტანიძე, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, ყოფილი პარლამენტარი, ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და შსს-ს აკადემიის ყოფილი პრორექტორი, ბრალის წარდგენას იზოლატორში ელის. ის 27 ივლისს, ქობულეთში, ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს.
„აფრიკის დასახლებაში“, კახეთის გზატკეცილიდან ორასიოდე მეტრში, ჯერ ისევ მიმოფანტულია იმ ოჯახების პირადი ნივთები, რომლებიც 24 ივლისს, აღსრულების ბიურომ თვალჭრელიძის #1-დან გამოასახლა. საოჯახო ნივთების გარემოცვაში, პაპანაქება სიცხესა და მტვერში, ჯერ ისევ სხედან ადამიანები. მათ შორის, ბავშვებიც.
ნარკოტიკებით სავსე ჩემოდნით დაკავებული 19 წლის ბრიტანელი, ბელა მეი ქალი, დღეს სასამართლო სხდომის შემდეგ ისევ ციხეში დააბრუნეს. ორსული ბრალდებულის ადვოკატი 50 000 დოლარის გირაოს სანაცვლოდ მის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლე ვერ დაარწმუნა.
საქართველოში სულ 45 ადამიანია, უმეტესად ბავშვი, ვისთვისაც ეს წამალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წლებია, ცისტური ფიბროზით დაავადებული ბავშვების ოჯახები ჯანდაცვის სამინისტროს ამ მედიკამენტის საქართველოში შემოტანას უშედეგოდ სთხოვენ. პასუხი ასეთია - "ვმუშაობთ".
21 წლის იყო უკრაინაში მებრძოლი მამუკა გაწერელია, რუსეთის ტყვეობაში რომ აღმოჩნდა. 24 წელი მორდვეთის რესპუბლიკის კოლონიაში, „დუბრავლაგში“ შეუსრულდა. ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი მას 2024 წლის თებერვალში გამოუტანა. მამუკა გაწერელიას უვადო პატიმრობა მიესაჯა.
ნარკოტიკებით სავსე ჩემოდნებით დაკავებულმა 19 წლის ბრიტანეთის მოქალაქემ, შესაძლოა საქართველოს პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმოს. ეს თქვა 10 ივლისს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ მისმა ადვოკატმა.
15 წლის მოზარდის წამების ორგანიზებაში ბრალდებული 30 წლის ლევან აბესაძე, რომელსაც პროკურატურა ე.წ. „ფაშისტური“ დაჯგუფების ლიდერს უწოდებს, რამდენიმე წლის წინ, სასამართლომ დამნაშავედ ცნო რასობრივი დისკრიმინაციით ჩადენილ ჯგუფურ დანაშაულში.
ფსიქოლოგიურად მძიმედაა 15 წლის მოზარდი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ე.წ. „ფაშისტური“ იდეოლოგიის ჯგუფის წევრებმა, თავადაც არასრულწლოვანებმა, აწამეს - მუხლებზე დაჩოქილი დანით დასერეს, სცემეს, ვიდეო გადაუღეს და სოციალური ქსელით გაავრცელეს.
პროევროპული აქციებისას დაკავებულ ექიმ გიორგი ახობაძის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა, შესაძლოა, 22 ივლისს გამოაცხადოს.
ჭიათურაში მოშიმშილე ორი მაღაროელის, ტარიელ მიქაცაძისა და მირზა ლოლაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო ორი დღეა, გართულდა. ისინი ე.წ. მშრალ შიმშილობაზე არიან და უარს ამბობენ სამედიცინო დახმარებაზე.
„ქართული ოცნების“ სადავო პარლამენტი დაჩქარებული წესით მიიღებს ცვლილებებს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“, რომელიც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ გამოძიებაში მონაწილის ვინაობას დაფარავს, შესაძლოა, სამუდამოდაც.
ბრიტანეთის მოქალაქეს, ბელა მეი ქალის (Bella May Culley) 19 წელი მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში შეუსრულდა. ის ჯერ კიდევ 18 წლის იყო, მაისის დასაწყისში პოლიციამ თბილისის აეროპორტში რომ დააკავა. მას ბარგში 12 კილოგრამამდე „მარიხუანა“ და 2 კილოგრამი „ჰაშიში“ აღმოუჩინეს.
26 ივნისს გარდაიცვალა პროევროპულ აქციებზე დაკავებული მსახიობის, ონისე ცხადაძის მამა, გელა ცხადაძე. ის მესამე მშობელი გახდა ბოლო ექვს თვეში, რომელიც პროევროპულ აქციებზე დაკავებულებმა დაკარგეს.
ამ სტატიაში ნახავთ რამდენიმე მაგალითს, თუ რატომ თვლიან იურისტები, უფლებადამცველები და აქტივისტები, რომ ქვეყანაში მოქმედებს დანაშაულის დასჯის უსამართლო, ფასადური სისტემა, რომელიც აშინებს ხალხს და ახშობს პროტესტს.
ჩამოტვირთე მეტი