თვითმხილველების მიერ გადაღებულ კადრებში დამეწყრილი ფერდობი ჩანს. უფრო ადრინდელ კადრებში ჩანს, როგორ გადაადგილდება მთის კალთაზე მიწის მასა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იუწყება, რომ მყინვარ დევდორაკში დამონტაჟებული ადრეული შეტყობინების სისტემიდან სასიგნალო შეტყობინება მიიღეს.
„სასაზღვრო გამშვები პუნქტი „დარიალიდან“ უსაფრთხო ადგილზე მოხდა ევაკუაცია საპატრულო პოლიციის, საბაჟო სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის და ყველა იმ კერძო კომპანიის თანამშრომლის, რომლებიც დასაქმებულები არიან გამშვებ პუნქტზე“, - წერს უწყება.
საგანგებოს ცნობითვე, „პრევენციის მიზნით“ საავტომობილო გზა დაიკეტა.
„მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებით ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის“, - წერია განცხადებაში.
ფორუმი