ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 07:00 საათზე (თბილისის დროით დილის რვა საათზე) დაიწყო და საღამოს, 21:00 საათზე დასრულდება.
ორი მთავარი დაპირისპირებული ძალაა პროდასავლურად განწყობილი პრეზიდენტის, მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ და პრორუსული „პატრიოტული ბლოკი“, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი ხელმძღვანელობს.
კრემლი გამუდმებით ადანაშაულებს კიშინიოვს „ანტირუსულ ისტერიაში“ და უარყოფს, რომ არჩევნებსა თუ შიდა პოლიტიკაში ჩარევას ცდილობს.
არჩევნებამდე ორი დღით ადრე კი ხელისუფლებამ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა ორ პრორუსულ პარტიას, „მოლდოვის გულსა“ და „დიად მოლდოვას“ (Moldova Mare) [აკრძალვის მიუხედავად, ამომრჩეველს კვლავ შეუძლია „დიადი მოლდოვის“ შემოხაზვა საარჩევნო ბიულეტენებში].
ამის საფუძველი, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის განცხადებით, უკანონო დაფინანსების წყაროები და უცხოური სახსრების უკანონოდ გამოყენება გახდა.
„არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, მოვახერხებთ თუ არა ჩვენი დემოკრატიის კონსოლიდაციას და შევუერთდებით ევროკავშირს, თუ რუსეთი კვლავ „ნაცრისფერ ზონაში“ დაგვაბრუნებს“, - აცხადებს პრეზიდენტი მაია სანდუ.
უკრაინა-რუსეთის კონფლიქტმა, - ევროპის ყველაზე დიდმა კონფლიქტმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, - მოლდოვის ეკონომიკას ძლიერად დაარტყა, მათ შორის ინფლაციის გაძლიერებითა და ელექტროენერგიის ფასების ზრდით.
არჩევნების დღეს წინ უსწრებდა პოლიტიკური დაძაბულობა:
- არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დააკავეს 74 ადამიანი - ისინი ეჭვმიტანილი არიან არჩევნების დროს არეულობის მომზადებაში;
- ხელისუფლების ცნობით, დაკავებულებმა სერბეთში გაიარეს წვრთნა რუსული დაფინანსებით.
მოლდოვაში 2024 წელს გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნებში. მეორე ტურში გამარჯვება მოიპოვა მაია სანდუმ - ის მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად.
სანდუმ გასულ თვეში ჩატარებულ არჩევნებში დაამარცხა პრორუსულად განწყობილი ოპონენტი, ალექსანდრ სტოიანოგლო.
სანდუს პირველი ვადის განმავლობაში, 2022 წელს მოლდოვამ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და მიმდინარე წელს დაიწყო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება - მას შემდეგ, რაც მტკიცედ დადგა თავისი მეზობლის, უკრაინის მხარეს, სადაც 2022 წელს რუსეთი პროვოცირების გარეშე შეიჭრა.
ფორუმი