„ნიუ იორკ ტაიმსის“ ნიუსრუმის მთავარი იურისტი მედიის თავისუფლებაზე
“საბოლოოდ, საზოგადოებაზეა დამოკიდებული - სურს თუ არა თავისუფალი მედია, სჯერა თუ არა თავისუფალი მედიის”, - უთხრა რადიო თავისუფლებას დევიდ მაკკროუმ, „ნიუ იორკ ტაიმსის“ ნიუსრუმის მთავარმა იურისტმა. დევიდ მაკკროუ კომპანიაში უკვე 17 წელია მუშაობს. არაერთი გახმაურებული სტატიის გამო მოუხდა რედაქციის ინტერესების დაცვა - იქნებოდა ეს „ვიკილიკსსა“ თუ ედვარდ სნოუდენთან დაკავშირებული ამბები, დონალდ ტრამპის გადასახადებსა თუ ტეხასის ლითონჩამომსხმელ ქარხანაში არსებულ საშიშ სამუშაო გარემოზე გამოქვეყნებული მასალები. დევიდ მაკკროუ არის ავტორი წიგნისა: „სიმართლე ჩვენს დროში: მედიის თავისუფლებისთვის ბრძოლის კულუარები ალტერნატიული ფაქტების ეპოქაში“. ის ილიაუნის მოწვევით თბილისში იმყოფება. 31 ივლისს ერთ-ერთი შეხვედრა „ღია საზოგადოების“ ოფისში გამართა.
ეპიზოდები
-
აგვისტო 06, 2025
გიორგი ახობაძე თავისუფალია
-
აგვისტო 02, 2025
ნინო კასრაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
ივლისი 07, 2025
თავდასხმა „ოლე-ოლას“ სიმღერისთვის - ინტერვიუ ვანო თარხნიშვილთან
-
ივნისი 30, 2025
კამერით შესვლა აკრძალულია
-
ივნისი 29, 2025
ოკუპაცია: ჩორჩანა, ღოღეთი, ცხინვალი...