ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი
მესამე წელია, ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ტარდება. წლევანდელი ფესტივალი ტონინო გუერას ნახატების გამოფენით გაიხსნა. ფესტივალის დღეებში ნიქოზში ხელოვნების სკოლა ახალ შენობაში გადავიდა. მანამდე ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლების ბავშვები ნიქოზის საეპარქიო რეზიდენციის პატარა ოთახში სწავლობდნენ. ახალ შენობაში, რომელიც იაპონიისა და მერიკის მთავრობების ფინანსური დახმარებით შეკეთდა, 100 ბავში ძირითად საგნებთან ერთად, ისწავლის ანიმაციას, სახვით ხელოვნებას, კლასიკურ და საგუნდო მუსიკას, ჩრდილების თეატრის ხელოვნებას. სკოლის ბაზაზე უკვე შექმნილია ჩრდილების თეატრი. ბავშვები ახლა სპექტაკლის დასადგმელად ემზადებიან. ნიქოზის ანიმაციური ფილმების ფესტივალის და ხელოვნების სკოლის იდეის ავტორი და ორგანიზატორი არის ცხინვალი-ნიქოზის ეპარქიის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია). მიტროპოლიტი საერო ცხოვრებაში ანიმატორი იყო და სწორედ ამ პროფესიის სიყვარულით ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი დააარსა. წელს ფესტივალში ქართველი, ბელორუსი, ამერიკელი, უკრაინელი, ბულგარელი, პოლონელი, რუსი და გერმანელი ანიმატორები მონაწილეობდნენ.
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 24, 2025ანკა კალატოზიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ოქტომბერი 15, 2025ხმაური გართობით - დაბადების დღის ცენტრებში
-
ოქტომბერი 13, 2025ცირა ბარქაია - სადღესასწაულო ცენტრების შესახებ
-
ოქტომბერი 11, 2025უნიკალური ოაზისი თუ საიდუმლო საწვრთნელი ბანაკი?
-
ოქტომბერი 07, 20252025 წლის 4 ოქტომბერი
-
ოქტომბერი 04, 2025რატომ გარბიხართ, ბატონო ბიძინა?