უცხოელებს საქართველოში დარჩენის პრობლემა აქვთ
7 ოქტომბერს თბილისში ადამიანის უფლებათა ცენტრმა პრესკონფერენცია ჩაატარა. ცენტრი აცხადებს, რომ მას ბოლო თვეების განმავლობაში დახმარების თხოვნით მიმართა ათეულობით უცხოეთის მოქალაქემ, რომლებიც ქორწინებაში არიან საქართველოს მოქალაქეებთან. მათ ხელისუფლება ბინადრობის ნებართვას არ აძლევს. უცხოელები იძულებულები არიან, ოჯახი დატოვონ და სამშობლოში დაბრუნდნენ. ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს, რომ ბინადრობის ნებართვაზე უარს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე ეუბნებიან, თუმცა რა ხდება უარის მიზეზი, ამის თაობაზე ახსნა-განმარტების მიცემა კონტრდაზვერვის დეპარტამენტს არ ევალება. ადამიანის უფლებათა ცენტრში აცხადებენ, რომ მოტივაციის ამგვარი გასაიდუმლოება კანონის საწინააღმდეგოა და ხელისუფლებას უცხოელი მოქალაქეების დისკრიმინაციის საშუალებას აძლევს.
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 15, 2025
ხმაური გართობით - დაბადების დღის ცენტრებში
-
ოქტომბერი 13, 2025
ცირა ბარქაია - სადღესასწაულო ცენტრების შესახებ
-
ოქტომბერი 11, 2025
უნიკალური ოაზისი თუ საიდუმლო საწვრთნელი ბანაკი?
-
ოქტომბერი 07, 2025
2025 წლის 4 ოქტომბერი
-
ოქტომბერი 04, 2025
რატომ გარბიხართ, ბატონო ბიძინა?
-
სექტემბერი 19, 2025
ლადო ბურდული - 8 ფოტო არქივიდან