რადიო თავისუფლების კორესპონდენტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
ბაქოს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის კორესპონდენტს ხადიჯა ისმაილოვას. სასამართლო გამოძიება დაიწყო ერთ-ერთი მოქალაქის სარჩელის საფუძველზე, რომელიც ისმაილოვას ბრალს სდებს თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობაში. ცალკე განიხილება საქმე, რომელშიც პროკურატურა ისმაილოვას ადანაშაულებს სოციალურ მედიაში იმ დოკუმენტების გავრცელებაში, რომელთა თანახმად, აზერბაიჯანის სპეცსამსახურები უკანონოდ უთვალთვალებდნენ ოპოზიციის აქტივისტს და სექსუალური ცხოვრების ამსახველი ვიდეოთი შანტაჟს უწყობდნენ, რათა მას მათთვის მიეწოდებინა ინფორმაცია ოპოზიციის სხვა წევრებზე. ისმაილოვა არ აღიარებს დანაშაულს და მის მიმართ დაწყებულ გამოძიებას, ქვეყნის მასშტაბით სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების დევნის კამპანიის ნაწილად მიიჩნევს.
ეპიზოდები
-
აგვისტო 06, 2025
გიორგი ახობაძე თავისუფალია
-
აგვისტო 02, 2025
ნინო კასრაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
ივლისი 07, 2025
თავდასხმა „ოლე-ოლას“ სიმღერისთვის - ინტერვიუ ვანო თარხნიშვილთან
-
ივნისი 30, 2025
კამერით შესვლა აკრძალულია
-
ივნისი 29, 2025
ოკუპაცია: ჩორჩანა, ღოღეთი, ცხინვალი...