ჩვენი სტუმარი: სულხან სალაძე საყდრისი-ყაჩაღიანზე
16 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო სულხან სალაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი. მან ილაპარაკა საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს საკითხზე - კულტურის მინისტრის ბრძანებასა და მისი მიღების თანმდევ მოვლენებზე. სულხან სალაძე მიუთითებს კულტურის მინისტრის, ერთი შეხედვით, არალოგიკურ, არათანმიმდევრულ ნაბიჯებზე, რაც რესპონდენტს ნაკარნახევი გადაწყვეტილების შთაბეჭდილებას უქმნის. 12 დეკემბრის ბრძანებით, კულტურის მინისტრმა საყდრისი-ყაჩაღიანს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოუხსნა. კომპანია "RMG"-მ ობიექტზე დაუყოვნებლივ განაახლა მუშაობა.
ეპიზოდები
-
სექტემბერი 01, 2025
ციხის მარშრუტი: საკანი - სასამართლო - საკანი
-
აგვისტო 29, 2025
ვის შეხვდებით თბილისის ლიტერატურულ ფესტივალზე?
-
აგვისტო 28, 2025
რატომ იმატა ფემიციდმა?
-
აგვისტო 06, 2025
გიორგი ახობაძე თავისუფალია
-
აგვისტო 02, 2025
ნინო კასრაძე - 8 ფოტო არქივიდან