სტუმრად ჩვენს ეთერში: სულხან სალაძე
4 აგვისტოს დილის პროგრამის სტუმარი იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, სულხან სალაძე. გუშინ ბოლნისის სამუზეუმო საგანმანათლებლო სივრცის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა. განაცხადების მიღება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. მუზეუმის ერთ–ერთი ფუნქცია, კულტურის სამინისტროს თანახმად, იმ არტეფაქტების გამოფენა, კვლევა და კონსერვაციაა, რომლებიც საყდრისი–ყაჩაღიანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა. როგორ ეწერება ეს მუზეუმი საყდრისის დამცველთა გეგმებში და რა სამართლებრივი პროცედურები გრძელდება კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად? სულხან სალაძემ ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრა.
ეპიზოდები
-
აგვისტო 02, 2025
ნინო კასრაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
ივლისი 07, 2025
თავდასხმა „ოლე-ოლას“ სიმღერისთვის - ინტერვიუ ვანო თარხნიშვილთან
-
ივნისი 30, 2025
კამერით შესვლა აკრძალულია
-
ივნისი 29, 2025
ოკუპაცია: ჩორჩანა, ღოღეთი, ცხინვალი...
-
ივნისი 18, 2025
გოგი ალექსი-მესხიშვილი - 8 ფოტო არქივიდან