ძაღლების ექსკრემენტები და პატრონების დაჯარიმება
თბილისში ფეხით მოსიარულეთა განწყობას არცთუ იშვიათად აფუჭებს შინაური ცხოველების - ძირითადად ძაღლების - ექსკრემენტებით დაბინძურებული გარემო. ასეა დასასვენებელ პარკებშიც, სადაც ადამიანებთან ერთად ძალიან ბევრი ძაღლი იყრის თავს. პატრონების ნაწილი არ იცავს სისუფთავეს და არც 50-ლარიანი ჯარიმის შიში აწუხებს, შემდეგ კი ყველაფერი ისევ უდანაშაულო ძაღლებს ბრალდებათ. „თბილსერვისჯგუფის“ ქვეითი ინსპექტორები შინაური ცხოველების უპასუხისმგებლო პატრონებს მოულოდნელი შემოწმების „სიურპრიზებს“ ჰპირდებიან. ლელა კუნჭულია ვითარების გასარკვევად „ვაკის პარკს“ ესტუმრა. სიუჟეტზე ოპერატორები - ნუგზარ ფანქველაშვილი და შიო ხიდაშელი - მუშაობდნენ.
ეპიზოდები
-
ივნისი 18, 2025
გოგი ალექსი-მესხიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ივნისი 16, 2025
რატომ ჩქარობს სასამართლო
-
ივნისი 05, 2025
„პატარაში გადაგიყვანთ“ - ბრძოლა სასამართლო დარბაზისთვის
-
მაისი 04, 2025
რაც ვნახე და მოვისმინე კურორტზე