ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო
7 ივლისს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში დაიწყო ბავშვების რეგისტრაცია. რეგისტრაცია ელექტრონულად ხორციელდება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით. რეგისტრაცია ორეტაპიანია. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშთა სახლების ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, იმ ოჯახების შვილები, რომელთა ბავშვებიც იმავე საბავშო ბაღში დადიან, ასევე 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბავშვები. მეორე ეტაპი კი 14 ივლისს დაიწყება და რეგისტრაციას გაივლიან იმ ოჯახების ბავშვები, რომლებიც პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელთა კატეგორიაში არ შედიან. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, თემურ თორდინავას განცხადებით, წელს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში უპრეცედენტოდ ბევრი ბავშვის მიღება შეუძლიათ. თუ შარშან 9 ათასი ადგილი იყო გამოყოფილი, წელს 13 ათას ბავშვს მიღებენ. ელექტრონული რეგისტრაციის მიღმა დარჩენილი ბავშვების საკითხს სექტემბერში გადაწყვეტს თავად ბაღების ადმინისტრაცია.
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 24, 2025ანკა კალატოზიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ოქტომბერი 15, 2025ხმაური გართობით - დაბადების დღის ცენტრებში
-
ოქტომბერი 13, 2025ცირა ბარქაია - სადღესასწაულო ცენტრების შესახებ
-
ოქტომბერი 11, 2025უნიკალური ოაზისი თუ საიდუმლო საწვრთნელი ბანაკი?
-
ოქტომბერი 07, 20252025 წლის 4 ოქტომბერი
-
ოქტომბერი 04, 2025რატომ გარბიხართ, ბატონო ბიძინა?