ხე და ტყე შეუცვლელია
არსებობს თუ არა მოწყობილობა, რომელიც ჩვენს დაბინძურებულ გარემოში ტყის ჯანსაღი ჰაერით მოგამარაგებთ და, შესაბამისად, სიცოცხლეს გაგიხანგრძლივებთ? პასუხია - არა. Treepex-მოწყობილობა, რომელმაც მსოფლიოში მილიონობით ადამიანი აალაპარაკა, სინამდვილეში არ არსებობს. ეს არის „ტყუილი“, რომელიც ბუნებაზე ზრუნვის მასშტაბურ მიზნებს ემსახურება. ახალი მწვანე ტექნოლოგიების ძიების პროცესში სტარტაპ Treepex-ის დამფუძნებლებმა ნიუ-იორკისკენ აიღეს გეზი. გლობალურ პროცესებში ჩართვით, გაჩნდა შანსი იმისა, რომ 2008 და 2017 წლების აგვისტოს ხანძრებით გადამწვარ ბორჯომის ხეობაში ნერგები ამერიკელებმაც დარგონ. Treepex-ი ამისათვის ინოვაციურ ტექნოლოგიებს იყენებს. პარალელურად, ბორჯომის ხეობაში ტყის ხელახლა გასაშენებლად თანხების შეგროვება საქართველოშიც გრძელდება.
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 24, 2025ანკა კალატოზიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ოქტომბერი 15, 2025ხმაური გართობით - დაბადების დღის ცენტრებში
-
ოქტომბერი 13, 2025ცირა ბარქაია - სადღესასწაულო ცენტრების შესახებ
-
ოქტომბერი 11, 2025უნიკალური ოაზისი თუ საიდუმლო საწვრთნელი ბანაკი?
-
ოქტომბერი 07, 20252025 წლის 4 ოქტომბერი
-
ოქტომბერი 04, 2025რატომ გარბიხართ, ბატონო ბიძინა?