ნდობის ბზარი პანკისის ხეობაში
სამართლის პოვნის იმედი თითქმის სრულიად გადაეწურა მაჩალიკაშვილების ოჯახს, რომელიც გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. ოჯახი, რომლისთვისაც პროკურატურას არანაირი სხვა მტკიცებულება არ წარუდგენია, დანაშაულად არ მიიჩნევს თემირლან მაჩალიკაშვილის ნაცნობობას გაბრიელ სალოსის ქუჩაზე 21-22 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ და დაკავებულ პირებთან, რის დამტკიცებასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2017წლის 4 იანვარს გამოქვეყნებული ვიდეომასალით შეეცადა.ოჯახის განმარტებით, ამ კონკრეტულ პირებს, როგორც მშვიდობიან ადამიანებს, პანკისის ხეობაში სხვა სახელებით იცნობდნენ. თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილს, კონკრეტული მოთხოვნები აქვს, რომლებსაც ის რადიო თავისუფლებას უზიარებს. ხეობაში ვნებათაღელვა არ ცხრება და ამაზე იქ ყველა ლაპარაკობს, ზოგი - საჯაროდ, ზოგიც - არასაჯაროდ. თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით მოსახლეობა სამართალს ითხოვს, გამოძიების შედეგებს ელოდება და სახელმწიფოს მხრიდან დაშვებულ შეცდომებზე ლაპარაკობს. ხეობაში არც იმის სჯერათ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დანაშაულებრივ კავშირში იყო სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული აჰმეტ ჩატაევის დაჯგუფების წევრებთან. ხეობაში ასევე გამორიცხავენ სუსის ვერსიას, რომლის თანახმად, 2017 წლის 26 დეკემბერს, სპეცოპერაციის მიმდინარეობისას, თემირლან მაჩალიკაშვილი საკუთარ სახლში ხელყუმბარის აფეთქებას ცდილობდა. სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელის მიერ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი,რომელიც 10 იანვარს, ორკვირიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა, 11 იანვარს პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, დაკრძალეს. მას ბრალდებულის სტატუსი არ ჰქონდა მინიჭებული. რას ფიქრობენ და რას ამბობენ პანკისში? - რადიო თავისუფლება ხეობის ამჟამინდელ განწყობებს გაგაცნობთ.
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 24, 2025ანკა კალატოზიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ოქტომბერი 15, 2025ხმაური გართობით - დაბადების დღის ცენტრებში
-
ოქტომბერი 13, 2025ცირა ბარქაია - სადღესასწაულო ცენტრების შესახებ
-
ოქტომბერი 11, 2025უნიკალური ოაზისი თუ საიდუმლო საწვრთნელი ბანაკი?
-
ოქტომბერი 07, 20252025 წლის 4 ოქტომბერი
-
ოქტომბერი 04, 2025რატომ გარბიხართ, ბატონო ბიძინა?