სარალიძემ და მაჩალიკაშვილმა პრემიერს კონკრეტული ვადები მისცეს
თავდაპირველად პრემიერმა კვირიკაშვილმა გავრცელებული განცხადებით გამოხატა მზადყოფნა შეხვედროდა მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების - დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის - ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს, სახალხო დამცველთან ერთად, თუმცა, საბოლოოდ, ის პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამას, მალხაზ მაჩალიკაშვილსაც შეხვდა. შეხვედრები ცალ-ცალკე გაიმართა. ამ შეხვედრებზე ვერ მოხვდნენ პოლიტიკური ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების ფარგლებში შეუერთდნენ დაზარალებულებს. ზაზა სარალიძეს ჰქონდა მცდელობა მათთან ერთად შესულიყო შეხვედრაზე, მაგრამ პრემიერმა პოლიტიკოსები არ მიიღო. ზაზა სარალიძისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მხარეებმა პრემიერს სიმართლის მისაღწევად კონკრეტული ვადები მისცეს. ზაზა სარალიძის თქმით, პარალელურად, აქციები 10 ივნისამდე გაგრძელდება, მაგრამ, თუ სიმართლე არ იქნება დადგენილი, დაზარალებულები გამოსავალს მასშტაბურ აქციებში ხედავენ.
ეპიზოდები
-
აპრილი 28, 2025
„შვილობილი“ - არჩილ მუსელიანცის და ცაროს ამბავი
-
აპრილი 18, 2025
რატომ ვერ ნახულობს დედა შვილს ციხეში
-
აპრილი 14, 2025
თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს
-
აპრილი 09, 2025
მეც იქ ვიდექი - 9 აპრილი 36 წლის შემდეგ
-
მარტი 31, 2025
100-კილომეტრიანი მარში დმანისიდან