ანგელა მერკელი საქართველოს ოკუპაციაზე
გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა „უსამართლობა“ უწოდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას, ოღონდ ისე, რომ სიტყვა ოკუპაცია არ უხსენებია. 23 აგვისტოს, თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ის ჩავა საოკუპაციო ხაზთან, რომელიც მან „კონტაქტის ხაზად“ მოიხსენია. მას იქ ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია უმასპინძლებს. გერმანიის კანცლერი ამბობს, რომ ვლადიმირ პუტინმა კარგად იცის მისი პოზიცია გადაუწყვეტელ კონფლიქტებთან დაკავშირებით.
ეპიზოდები
-
აპრილი 28, 2025
„შვილობილი“ - არჩილ მუსელიანცის და ცაროს ამბავი
-
აპრილი 18, 2025
რატომ ვერ ნახულობს დედა შვილს ციხეში
-
აპრილი 14, 2025
თემურ ჩხეიძის სახელოსნო დახურეს
-
აპრილი 09, 2025
მეც იქ ვიდექი - 9 აპრილი 36 წლის შემდეგ