აჭარის ცაზე ფრინველებს საგანგებოდ აკვირდებიან
სექტემბრის ბოლოს გონიოს ზღვის სანაპიროზე მრავალრიცხოვან ფრინველებთან ერთად მათი დამთვალიერებლების სიმრავლეც შეინიშნება. შავი ზღვისა და მდინარე ჭოროხის შესართავთან ტელესკოპებით, ფოტოკამერებითა და მრავალი სათვალთვალო მოწყობილობით შეიარაღებული დამკვირვებლები მტაცებელი ფრინველების გადაფრენას აკვირდებიან. სპეციალისტები, ფოტოგრაფები და ჩიტებზე დაკვირვების მოყვარულები ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალისთვის მსოფლიოს 27 სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ საქართველოში. აჭარაში, ამ ადგილზე, რომელსაც მანამდე გონიოს პოლიგონი ერქვა, 260-ზე მეტი სახეობის მტაცებელი ფრინველის ნახვაა შესაძლებელი. საბჭოთა ეპოქის დროს აქ რუსული არმიის სტრატეგიული ბაზა იყო განთავსებული. ფრინველებზე მეცნიერული თუ სამოყვარულო დაკვირვება აქ მხოლოდ სამხედრო ბაზის გაუქმების შემდეგ გახდა შესაძლებელი. აჭარაში ფრინველებზე გადაფრენის ფესტივალი დაარსდა, რომელიც წელს მეშვიდედ ტარდება.
ეპიზოდები
-
აგვისტო 06, 2025
გიორგი ახობაძე თავისუფალია
-
აგვისტო 02, 2025
ნინო კასრაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
ივლისი 07, 2025
თავდასხმა „ოლე-ოლას“ სიმღერისთვის - ინტერვიუ ვანო თარხნიშვილთან
-
ივნისი 30, 2025
კამერით შესვლა აკრძალულია
-
ივნისი 29, 2025
ოკუპაცია: ჩორჩანა, ღოღეთი, ცხინვალი...