მზად არის თუ არა თქვენი მანქანა ტექდათვალიერებისთვის?
დადგა კერძო პირთა ავტომობილების ჯერიც. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ტექნიკური ინსპექტირება სავალდებულოა ყველა ავტომობილისთვის, რომლის ძრავის მოცულობა 3 000 კუბური სმ ან მეტია. პროცედურა, დაახლოებით, 15 წუთსა და 60 ლარს მოითხოვს. თქვენი ავტომობილი ვერ გაივლის ე.წ. ტექდათვალიერებას, თუკი მოუწესრიგებელია მისი გარეგნული მხარე - მაგალითად, მოტეხილია სარკე, გაბზარულია საქარე მინა ანდა ავარიის შემდეგ ვერ მოასწარით მისი შეკეთება და ერთ ფერზე შეღებვა. ასევე პრობლემა გექნებათ, თუკი დადგენილ პარამეტრებს არ აკმაყოფილებს გამონაბოლქვის შემცველობა, მაშუქები, სამუხრუჭე სისტემა, საჭის მექანიზმი, საბურავები და სავალი ნაწილების სისტემა. „ჩაჭრის“ შემთხვევაში, ხარვეზების გამოსასწორებლად თქვენ მოგეცემათ 30 კალენდარული დღე. ტექნიკური ინსპექტირების ბოლო ვადა განისაზღვრება ავტომობილის რეგისტრაციის თვისა და რიცხვის შესაბამისად. თუ თავს აარიდებთ ამ პროცედურას, 50-ლარიანი ჯარიმა არ აგცდებათ, დამალვით კი ვერსად დაიმალებით - ერთიანი ელექტრონული სისტემის დახმარებით, საპატრულო პოლიცია იოლად დაადგენს, გაიარა თუ არა და როგორ გაიარა ე.წ. ტექდათვალიერება ამა თუ იმ კონკრეტულმა ავტომობილმა.
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 24, 2025ანკა კალატოზიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ოქტომბერი 15, 2025ხმაური გართობით - დაბადების დღის ცენტრებში
-
ოქტომბერი 13, 2025ცირა ბარქაია - სადღესასწაულო ცენტრების შესახებ
-
ოქტომბერი 11, 2025უნიკალური ოაზისი თუ საიდუმლო საწვრთნელი ბანაკი?
-
ოქტომბერი 07, 20252025 წლის 4 ოქტომბერი
-
ოქტომბერი 04, 2025რატომ გარბიხართ, ბატონო ბიძინა?