ყველაზე საშიში "ფეისკონტროლი"
სვენ მარკარდტი - ფოტოგრაფი ბერლინიდან, ღამის ცხოვრების მოყვარულთა. უმეტესობას ნანახი ჰყავს კლუბ “ბერგჰაინის” კართან. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც წყვეტს, ვინ შევიდეს კლუბში და ვინ არა. “ბერგჰაინში” გახსნის პირველი დღიდან მუშაობს, ღამის ცხოვრებასთან კიდევ უფრო მეტი წელი აკავშირებს. ბერლინის კლუბურ ცხოვრებას ათწლეულებია აკვირდება. ორ ნაწილად გაყოფილი ქალაქი თავისუფლების მაძიებელთა მეგაპოლისად მის თვალწინ ტრანსფორმირდა. სვენი საქართველოში მეორედ და თბილისში პირველად კლუბ “ხიდის” მოწვევით ჩამოვიდა. აღმოსავლეთ ბერლინში დაბადებული და გაზრდილი ფოტოგრაფი ყვება, რომ თავის ფოტოებთან ერთად სხვა ქვეყნებში მოგზაურობაზე იმ დროიდან ოცნებობდა, როცა ბერლინის კედელი ჯერ კიდევ მყარად იდგა და სოციალისტურ ნაწილში მცხოვრებლებს გადაადგილება შეზღუდული ჰქონდათ. თბილისში ბერლინელი ფოტოგრაფის ჩამოსვლა კლუბ “ხიდში” თანამედროვე ხელოვნების სივრცის გახსნას უკავშირდება. სწორედ აქ, კლუბის მესამე სართულზე გამოსაფენად ჩამოიტანა მონუმენტური, სტუდიური შავ-თეთრი ნამუშევრები, რომლებიც ამერიკელი მუსიკოსის, დომინიკ ფერნოუს, იგივე PRURIENT-ის მუსიკის ფონზე იქნება წარმოდგენილი დამთვალიერებლისთვის.
ეპიზოდები
-
ოქტომბერი 24, 2025ანკა კალატოზიშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
ოქტომბერი 15, 2025ხმაური გართობით - დაბადების დღის ცენტრებში
-
ოქტომბერი 13, 2025ცირა ბარქაია - სადღესასწაულო ცენტრების შესახებ
-
ოქტომბერი 11, 2025უნიკალური ოაზისი თუ საიდუმლო საწვრთნელი ბანაკი?
-
ოქტომბერი 07, 20252025 წლის 4 ოქტომბერი
-
ოქტომბერი 04, 2025რატომ გარბიხართ, ბატონო ბიძინა?