მადინა შიუკაევა - კნოლევი
სახლში ვიყავი, თითქოს ომი არ ყოფილიყოს ჩემთვის, საქმეს განვაგრძობდი. მოხუცები, ვინც ახლომახლო ცხოვრობდა, ყველა ჩემთან მოვიდა მერე. ზოგი მიდიოდა, ეშინოდა, მაგრამ მოვაბრუნე და შევიფარე. სახლში მყავდა ერთი კვირის განმავლობაში. ვაჭმევდი, ვასმევდი, ვუცხობდი, ვმფარველობდი, რომ იტყვიან. (მაროდიორები) რომ შემოდიოდნენ, ერთმა კიდევაც მითხრა, დავიჯერო ახლა თქვენ ქართველებს არ მალავთო? მე ვუთხარი, არა-მეთქი. აგერ, ამ ადგილას იდგა, ავტომატი ჰქონდა მომიზნებული, ფერიფური გადამდიოდა. ეს რომ ახლა სახლში შევიდეს და დაინახოს ეს ხალხი, ჩემ გულში ვფიქრობდი, ღმერთო, შენ მიშველე-მეთქი. ნასვამ მდგომარეობაში იყო და ეგ მაშინებდა.
ეპიზოდები
-
ივნისი 05, 2025
„პატარაში გადაგიყვანთ“ - ბრძოლა სასამართლო დარბაზისთვის
-
მაისი 04, 2025
რაც ვნახე და მოვისმინე კურორტზე
-
აპრილი 28, 2025
„შვილობილი“ - არჩილ მუსელიანცის და ცაროს ამბავი