მიხაილოს პატიმრობა ციხესა და სახლში
მუსიკოსმა მიხეილ თოდუამ (მიხაილომ) ორ სხვადასხვა პრეზიდენტს სამჯერ მიმართა შეწყალების თხოვნით და სამჯერვე უშედეგოდ. 12 გრამი MDMA-ს ფლობისთვის 9 წლით პატიმრობამისჯილი მიხაილოს სასჯელის ორი მესამედის გასვლის შემდეგ პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს და მეორე თვეა ფეხზე შებმული სამაჯურით და პირობით, რომ საღამოს 9 საათზე სახლში იქნება, ოჯახს დაუბრუნდა. მიხაილო ახლა სტუდიას არემონტებს და პირველი დამოუკიდებელი ღონისძიებისთვის ემზადება, რომელზეც გერმანიიდან სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსულ მუსიკოსთან, ირაკლი კიზირიასთან ერთად დაუკრავს. ღამე კლუბში დაკვრის ნებართვის მოსაპოვებლად მას სპეციალური მიმართვა დასჭირდა სასჯელაღსრულებითი სისტემისთვის. 14 დეკემბერს, გამონაკლისის სახით, ნება დართეს საღამოს 9-ზე სახლში არ იყოს და დაუკრას ის მუსიკა, რომელსაც წლების განმავლობაში ციხის კედლებში წერდა. ფეხზე შებმული სამაჯური, რომელიც შინაპატიმრობის ვადის გასვლამდე, მომდევნო სამი წლის განმავლობაში უნდა ეკეთოს, 5 000 ლარი ღირს, მისი მომსახურება კი ყოველთვიურად 100 ლარი ჯდება. ციხიდან გამოსულ მუსიკოსს ამ მაკონტროლებელი მოწყობილობისთვის კრედიტის აღება დასჭირდა.
ეპიზოდები
-
აგვისტო 06, 2025
გიორგი ახობაძე თავისუფალია
-
აგვისტო 02, 2025
ნინო კასრაძე - 8 ფოტო არქივიდან
-
ივლისი 07, 2025
თავდასხმა „ოლე-ოლას“ სიმღერისთვის - ინტერვიუ ვანო თარხნიშვილთან
-
ივნისი 30, 2025
კამერით შესვლა აკრძალულია
-
ივნისი 29, 2025
ოკუპაცია: ჩორჩანა, ღოღეთი, ცხინვალი...