სტამბოლის ქართულ-კათოლიკური სავანის გუშაგები
წელს პანდემიამ ხელი შეუშალა სტამბოლის ქართულ-კათოლიკურ ეკლესიაში სააღდგომო ლოცვას. ოქროპირ რუხაძემ და ილია სამურგანიდიმ თებერვლის ბოლოს „მოასწრეს“ ქართველი კათოლიკეების ამ უკანასკნელი კერის მონახულება თურქეთში და იქ გადაღების უფლება მოიპოვეს. ეკლესია ქალაქის გულში 1861 წელს ააშენა კათოლიკე მღვდელმა, პეტრე ხარისჭირაშვილმა. დღეს მისი გული მეზობლად, ქართულ-კათოლიკური ფონდის ბიბლიოთეკაში ინახება, ამ უმდიდრეს წიგნთსაცავში, სხვა იშვიათ წიგნებს შორის, ნახავთ სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონის“ იშვიათ ეგზემპლარს და გაიგებთ მის საოცარ ისტორიას. ეკლესიისა და ბიბლიოთეკის, „ამ ქართული კერის გუშაგებით ვართო“, ამბობს პოლ ზაზაძე, სტამბოლის ქართულ-კათოლიკური ეკლესიის ფონდის თავმჯდომარე.
ეპიზოდები
- 
![Georgia -- Giya Kancheli, thumbnail]() აგვისტო 10, 2023 აგვისტო 10, 2023გია ყანჩელი და სიჩუმე
- 
![აია სოფია - ისევ მეჩეთი]() ივლისი 09, 2020 ივლისი 09, 2020აია სოფია - ისევ მეჩეთი
- 
![იმვროსისა და ტენედოსის მიტროპოლიტის ქამარი]() ივლისი 03, 2020 ივლისი 03, 2020იმვროსისა და ტენედოსის მიტროპოლიტის ქამარი
- 
![სტამბოლი დიდი ზარდახშაა]() მაისი 22, 2020 მაისი 22, 2020სტამბოლი დიდი ზარდახშაა
- 
!["ჯოჯოხეთის კარიბჭე"]() დეკემბერი 08, 2019 დეკემბერი 08, 2019"ჯოჯოხეთის კარიბჭე"
 
 
 
 
 
 
 
 
 
