საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 235 აჭარიდანაა. კრიტიკული მძიმე 28 პაციენტია, მათგან 26 სასუნთქ აპარატზეა მიერთებული.
ინფიცირებულთა რიცხვი ასე გადანაწილდა:
- თბილისი - 30;
 - იმერეთი - 38;
 - სამეგრელო-ზემო სვანეთი - 14;
 - კახეთი - 1;
 - მცხეთა-მთიანეთი - 1;
 - გურია - 6;
 - სამცხე-ჯავახეთი - 1.
 
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 6 192-მდე გაიზარდა.