გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 46 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2140-მდე გაიზარდა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ჩატარებული 4811 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 824 შემთხვევა. კვირა დღეს, სხვა დღეებთან შედარებით ტესტირების მაჩვენებელი საგრძნობლად იკლებს.
შედარებისთვის: 20 დეკემბერს, 24 საათში ჩატარებული 9 812 ტესტირებიდან გამოვლინდა კორონავირუსის 1 731 შემთხვევა, 19 დეკემბერს 18 824 ტესტიდან 2 904 შემთხვევა და 18 დეკემბერს 16 870 ტესტირებიდან 2635 შემთხვევა.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 209 462 შემთხვევა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 4227-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 184 668.
24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა დეკემბერში
- 1 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3 759. გარდაცვლილი 36;
 - 2 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4 033. გარდაცვლილი 39;
 - 3 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4 260, გარდაცვლილი 45;
 - 4 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 5 068. გარდაცვლილი 38;
 - 5 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 5 450. გარდაცვლილი 37;
 - 6 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4 321. გარდაცვლილი 42;
 - 7 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2 501. გარდაცვლილი 36;
 - 8 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4 673. გარდაცვლილი 36;
 - 9 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4 734. გარდაცვლილი 38;
 - 10 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4 570. გარდაცვლილი 43;
 - 11 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4 146. გარდაცვლილი 37;
 - 12 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3 907. გარდაცვლილი 50;
 - 13 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2 720. გარდაცვლილი 46;
 - 14 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1 337. გარდაცვლილი 49;
 - 15 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3 837. გარდაცვლილი 44;
 - 16 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3 487. გარდაცვლილი 39;
 - 17 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2 981. გარდაცვლილი 31;
 - 18 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2 635. გარდაცვლილი 49;
 - 19 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2 904. გარდაცვლილი 53;
 - 20 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1 731. გარდაცვლილი 39;
 - 21 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 824. გარდაცვლილი 46;
 - 22 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3 064. გარდაცვლილი 42;
 - 23 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2 345. გარდაცვლილი 51;
 - 24 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1 972. გარდაცვლილი 43;
 - 25 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1 881. გარდაცვლილი 37;
 - 26 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1 784. გარდაცვლილი 39;
 - 27 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1 097. გარდაცვლილი 25;
 - 28 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 538. გარდაცვლილი 41.
 - 29 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2012. გარდაცვლილი 25.