დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა რეკომენდაციათა ჩამონათვალი იმ პირებისთვის, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის პირველი დოზით აიცრა.
როგორც „ასტრაზენეკას“, ისე „ფაიზერის“ პირველი დოზით აცრილებს NCDC მოუწოდებს, დაიცვან შემდეგი წესები:
- ატაროთ პირბადე ღია და დახურულ სივრცეეებში;
 - დაიცვათ სულ მცირე 1 მეტრი დისტანცია;
 - თავი აარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს;
 - მოგზაურობისას გაითვალისწინოთ დაწესებული შეზღუდვები;
 - სიმპტომების შემთხვევაში გაიკეთოთ COVID-19 ტესტირება.
 
ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ აცრა ორი ვაქცინითაა შესაძლებელი - „ასტრაზენეკათი“ და „ფაიზერით“.