Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ უკრაინას საჰაერო თავდაცვის რაკეტებს ისრაელიდან გაუგზავნის


ისრაელმა "პეტრიოტის" რაკეტები გასული წლის აპრილში ამოიღო შეიარაღებიდან.
ისრაელმა "პეტრიოტის" რაკეტები გასული წლის აპრილში ამოიღო შეიარაღებიდან.

შეერთებულმა შტატებმა საჰაერო თავდაცვის სისტემა "პეტრიოტისთვის" ისრაელიდან პოლონეთში გადაიტანა 90-მდე გადამტაცი რაკეტა, რომლებიც უკრაინის არმიას გადაეცემა, - ამის შესახებ გამოცემა "აქსიოსი" ამ ოპერაციის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

უკრაინას აღნიშნული რაკეტები მას შემდეგ ერგო, რაც ისრაელმა ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიარაღებიდან ამოიღო. სტატიაში არ არის ნათქვამი, ცდილობს თუ არა კიევი თავად სარაკეტო კომპლექსების მიღებასაც, რომლებიც ისრაელის არმიის რეზერვებში დარჩა.

ისრაელმა "პეტრიოტის" რაკეტები გასული წლის აპრილში ამოიღო შეიარაღებიდან. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დიდი ხნის განმავლობაში არ ეთანხმებოდა რაკეტების უკრაინისთვის გადაცემას. გარიგების დამტკიცების შემდეგ, როგორც "აქსიოსი" წერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხასიდ მომლოცველებს უმანში ყოველწლიურად ჩასვლის ნება დართო. ისრაელში ამ მოვლენებს შორის კავშირს უარყოფენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG