Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ რუსულ ენერგო გადახდებზე და ბანკებზე სანქციებს ამკაცრებს


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ არ გაუხანგრძლივა რუსეთის ენერგო გადახდებზე დაკისრებული სანქციების ფარგლებში არსებული გამონაკლისის ვადა, რომელიც გარკვეულ ბანკებს შეეხებოდა - ეროვნულ კლირინგ ცენტრსა და ცენტრალურ ბანკს.

გადაწყვეტილება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ფონზე მიიღეს.

რუსეთის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებსაც სანქციები არ ეხებოდათ - “გაყინული” იყო, მოიცავდა: „ვნეშეკონომბანკს“, „საფინანსო კორპორაცია „ოტკრიტიეს“, „სოვკომბანკს“, „სბერბანკს“, „ვითიბი ბანკს“, „ალფა- ბანკს“, „როსბანკს“, ბანკ „ზენიტს“, ბანკ „სანქტ-პეტერბურგს“ და რუსეთის ცენტრალური ბანკის სტრუქტურებს.

სანქციები რუსული ენერგოსექტორისთვის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს 10 იანვარს შემოიღეს და 12 მარტამდე მოქმედებდა.

ტელეარხ Fox-ის თეთრის სახლის კორესპონდენტი ედვარდ ლოურენსი სოციალურ ქსელ Х-ში, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსული ბანკებისთვის დაწესებული გამონაკლისისთვის ვადის არგახანგრძლივების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, რუსეთზე ზეწოლის ფარგლებში უკრაინასთან მოლაპარაკების პროცესის ფონზე.

CBS News-ის თანახმად, ამერიკულ საბანკო სისტემებზე ხელმისაწვდომობის შემდგომი შეზღუდვის გადაწყვეტილება უძნელებს სხვა ქვეყნებს რუსული ნავთობის შეძენას, რითაც ზღუდავს მის გლობალურ მიწოდებას. ამან შეიძლება გამოიწვიოს ფასის მატება ბარელზე 5 დოლარამდე, რაც შესამჩნევი ნახტომია ბოლო კვირების დაბალი ფასების შემდეგ.

ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ ის, რომ ლიცენზია არაა გაგრძელებული, სააგენტო Reuters-ს დაუდასტურა თანამოსაუბრემ ამერიკის ფინანსთა სამინისტროდან.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებისთვის. 7 მარტს ტრამპმა სოციალურ ქსელში Truth დაწერა, რომ მისი მიზანია, მისცეს მოსკოვს ბიძგი გააფორმოს უკრაინასთან ზავი.

„რუსეთო და უკრაინა დასხედით [მოლაპარაკების] მაგიდასთან დაუყოვნებლივ, სანამ ჯერ კიდევ არაა გვიან“, - დაწერა მაშინ ტრამპმა.

ასევე ნახეთ

ფორუმი

XS
SM
MD
LG