26 მაისისთვის მიძღვნილი ღონისძიებების ჩამონათვალი საქართველოს მთავრობის სახელით 15 აპრილს დამტკიცდა, მასში პასუხისმგებელ უწყებებად ძირითად ნაწილზე კულტურისა და თავდაცვის სამინისტროები არიან განსაზღვრული.
ღონისძიებები გაიმართება:
- თბილისში - ალექსანდრეს ბაღის, ორბელიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე;
- თბილისში - ორბელიანის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლესთან;
- თბილისში, თავისუფლების მოედანზე, წვევამდელები დადებენ ფიცს. იგივე ღონისძიება გაიმართება ხუთ მუნიციპალიტეტში;
- ღონისძიებების ორგანიზებაში ჩაერთვებიან: თბილისში - თბილისის მერია, ფოთში შსს და მისი დაქვემდებარებული უწყებები მართავენ ღონისძიებას, გორში - იუსტიციის სამინისტრო და მისი დაქვემდებარებული უწყებები, ზუგდიდში - განათლების სამინისტრო და მისი დაქვემდებარებული უწყებები, ქუთაისში, თელავსა და ახალციხეში - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; რუსთავში - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მესტიაში - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მცხეთაში - საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამბროლაურში - ჯანდაცვის სამინისტრო.
სად გაიმართება გალა კონცერტი, ეს დაკონკრეტებული არ არის - რადიო თავისუფლებას ამ საკითხის გარკვევა სურდა კულტურის და თავდაცვის სამინისტროებში, თუმცა ამ უწყებების პრესსამსახურების თანამშრომლებმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
- 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ეროვნული დღესასწაულია.
- 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფო.
- 1921 წლის თებერვალში საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა და ქვეყნის ანექსია მოახდინა.
ფორუმი