პარალელურად სამსახურს კარგავენ საჯარო მოხელეები, ვინც 28 ნოემბრის შემდეგ სხვადასხვა ფორმით დააფიქსირეს საქართველოს კონსტიტუციისა და ევროპული გზის ერთგულება და მხარდაჭერა. პროტესტში ჩართული ადამიანები საკადრო ცვლილებებს ხელისუფლების წიაღში გაჩენილი ბზარებით ხსნიან, ოპოზიციის ნაწილი კი ფიქრობს რომ პოლიტიკური ცვლილებებისთვის კიდევ რაღაც სხვაა საჭირო, მაგალითად თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა.
განათლების სპეციალისტ, პარტია „თავისუფლების მოედნის“ წევრ სიმონ ჯანაშიასთან ერთად ვიმსჯელებთ თითქმის 200 დღიანი პროტესტის შედეგებსა და იმ გამოწვევებზე, რაც პოლიტიკურ ცხოვრებას უდგას საქართველოში.
ფორუმი