მარტა კოსის X-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ: "დღეს მიღებული კანონი სამოქალაქო სივრცეს უფრო მეტად შეამცირებს და არსებულ რეპრესიებს გააძლიერებს. ასეთი ნაბიჯები ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს და უნდა გაუქმდეს"
16 აპრილს "ქართული ოცნების" პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები "გრანტების შესახებ კანონში", რომლითაც გრანტის გაცემისთვის აუცილებელი იქნება მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა. დაისჯება უნებართვო გრანტის მიმღები ორგანიზაცია.
ფორუმი