ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო საატენტო „ტასი“ ავრცელებს:
„ჰუმანიტარული მოსაზრებებით, ვბრძანებ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში შეწყდეს ყველა სამხედრო მოქმედება“, - თქვა პუტინმა გენერალური შტაბის უფროს ვალერი გერასიმოვთან შეხვედრაზე.
თუმცა მან ხაზგასმით ისიც აღნიშნა, რომ „რუსული ჯარები მზად უნდა იყვნენ კიევის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესაძლო დარღვევისთვის".
რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევები ამ დრომდე გრძელდებოდა. 18 აპრილ ხარკოვზე შეტევის შედეგად ასამდე ადამიანი დაშავდა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კი აცხადებდა, რომ "ნამდვილი ნაძირალა უნდა იყო და გძულდეს სიცოცხლე, რომ ასეთი სარაკეტო დარტყმები განახორციელო ქალაქზე დიდ პარასკევს, აღდგომის წინა დღეს".
ფორუმი